ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
mesogenic pitch | მეზოგენური სქელფისი (1) |
A pitch with a complex mixture of numerous essentially aromatic hydrocarbons. It does not contain anisotropic particles detectable by optical microscopy. Mesogenic pitch is low in quinoline-insoluble fractions and capable of transforming into mesophase pitch during continuous heat treatment above 750 K by the formation of optically detectable carbonaceous mesophase. | სქელფისი, რომელიც მრავალრიცხოვანი არომატული ნახშირწყალბადების რთულ ნარევს წარმოადგენს. იგი არ შეიცავს ანიზოტროპულ ნაწილაკებს, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელია ოპტიკური მიკროსკოპით. მეზოგენური სქელფისი ქინოლინში უხსნად ფრაქციებს მცირე რაოდენობით შეიცავს და 750 K-ზე მეტ ტემპერატურაზე დამუშავებით შეიძლება მეზოფაზურ სქელფისად გარდაიქმნას. ამავე დროს მიიღება ნახშირბადოვანი მეზოფაზა, რომლის წარმოქმნაც შეიძლება ოპტიკურად დადასტურდეს. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 496 |