ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| mesogenic group | მეზოგენური ჯგუფი |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Part of a molecule or macromolecule endowed with sufficient anisotropy in both attractive and repulsive forces to contribute strongly to LC mesophase, or, in particular, to LC mesophase formation in low-molar-mass and polymeric substances. Note 1: ‘Mesogenic’ is an adjective that in the present document applies to molecular moieties that are structurally compatible with the formation of LC phases in the molecular system in which they exist. Note 2: Mesogenic groups occur in both low-molar-mass and polymeric compounds. Note 3: The majority of mesogenic groups consist of rigid rod-like or disc-like molecular moieties. Examples Where R and R` are alkyl groups and X and Y are divalent linking units such as: |
მოლეკულის ან მაკრომოლეკულის ნაწილი, რომელსაც გააჩნია საკმარისი ანიზოტროპულობა როგორც მიზიდვის, ასევე განზიდვის ძალებში, რათა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი თხევადიკრისტალი- მეზოფაზის ჩამოყალიბებას, ან, კერძოდ, თხევადკრისტალური მეზოფაზის ფორმირებას დაბალი მოლეკულური მასის და პოლიმერულ ნივთიერებებში. შენიშვნა 1: „მეზოგენური“ არის ზედსართავი სახელი, რომელიც ამ დოკუმენტში გამოიყენება მოლეკულური ფრაგმენტების მიმართ, რომლებიც სტრუქტურულად თავსებადია LC ფაზების წარმოქმნასთან მოლეკულურ სისტემაში, რომელშიც ისინი არსებობენ. შენიშვნა 2: მეზოგენური ჯგუფები გვხვდება როგორც დაბალი მოლური მასის, ასევე პოლიმერულ ნაერთებში. შენიშვნა 3: მეზოგენური ჯგუფების უმეტესობა შედგება ხისტი ღეროსებრი ან დისკოსებრი მოლეკულური ფრაგმენტებისგან. მაგალითები სადაც R და R` ალკილის ჯგუფებია, ხოლო X და Y ორვალენტიანი შემაკავშირებელი ერთეულებია, როგორიცაა: |
| Source | წყარო: PAC, 2002, 74, 493 (Definitions of basic terms relating to polymer liquid crystals(IUPAC Recommendations 2001)) on page 497 R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|







