ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

mechanism მექანიზმი
of a reaction რეაქციის
A detailed description of the process leading from the reactants to the products of a reaction, including a characterization as complete as possible of the composition, structure, energy and other properties of reaction intermediates, products and transition states. An acceptable mechanism of a specified reaction (and there may be a number of such alternative mechanisms not excluded by the evidence) must be consistent with the reaction stoichiometry, the rate law and with all other available experimental data, such as the stereochemical course of the reaction. Inferences concerning the electronic motions which dynamically interconvert successive species along the reaction path (as represented by curved arrows, for example) are often included in the description of a mechanism. It should be noted that for many reactions all this information is not available and the suggested mechanism is based on incomplete experimental data. It is not appropriate to use the term mechanism to describe a statement of the probable sequence in a set of stepwise reactions. That should be referred to as a reaction sequence, and not a mechanism. მორეაგირე ნივთიერებებიდან რეაქციის პროდუქტების წარმოქმნის პროცესის დეტალური აღწერა, რეაქციის ინტერმედიატების, პროდუქტებისა და გარდამავალი მდგომარეობების შედგენილობის, სტრუქტურის, ენერგიისა და სხვა თვისებების შეძლებისდაგვარად სრული დახასიათებით. კონკრეტული რეაქციის მისაღები მექანიზმი (შესაძლებელია არსებობდეს რამდენიმე ალტერნატიული მექანიზმი, რომლებიც არ არის გამორიცხული მტკიცებულებით) უნდა შეესაბამებოდეს რეაქციის სტექიომეტრიას, სიჩქარის კანონსა და ყველა სხვა ხელმისაწვდომ ექსპერიმენტულ მონაცემს, როგორიცაა რეაქციის სტერეოქიმიური მსვლელობა. ხშირად მექანიზმის აღწერაში შედის მოსაზრებები ელექტრონულ მოძრაობებთან დაკავშირებით, რომლებიც რეაქციის გზაზე ნაწილაკების თანმიმდევრულ ურთიერთგარდაქმნებს დინამიკურად იწვევს (რომლებიც, მაგალითად, წარმოდგენილია მოხრილი ისრებით). უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი რეაქციისთვის მთელი ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და შემოთავაზებული მექანიზმი არასრულ ექსპერიმენტულ მონაცემებს ეფუძნება. არ არის მიზანშეწონილი ტერმინ „მექანიზმის“ გამოყენება საფეხურებრივი რეაქციების სავარაუდო თანმიმდევრობის აღსაწერად. ამას უნდა ეწოდოს რეაქციათა თანმიმდევრობა და არა მექანიზმი.
See also: Gibbs energy diagram ასევე იხილეთ: გიბსის ენერგიის დიაგრამა
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1138