ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

magnetic equivalence მაგნიტური ეკვივალენტობა
Nuclei having the same resonance frequency in nuclear magnetic resonance spectroscopy and also identical spin-spin interactions with the nuclei of a neighboring group are magnetically equivalent. The spin-spin interaction between magnetically equivalent nuclei does not appear, and thus has no effect on the multiplicity of the respective NMR signals. Magnetically equivalent nuclei are necessarily also chemically equivalent, but the reverse is not necessarily true. მაგნიტურად ეკვივალენტურია ბირთვები, რომლებსაც ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსულ სპექტროსკოპიაში აქვს ერთნაირი რეზონანსული სიხშირე და მეზობელი ჯგუფის ბირთვებთან იდენტური სპინ-სპინური ურთიერთქმედება. მაგნიტურად ეკვივალენტურ ბირთვებს შორის სპინ-სპინური ურთიერთქმედება არ ვლინდება, ამიტომ ისინი არც შესაბამისი ბმრ სიგნალების სიმრავლეზე ახდენს გავლენას. მაგნიტურად ეკვივალენტური ბირთვები აუცილებლად ქიმიურადაც ეკვივალენტურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირიქითაც აუცილებლად ასეა.
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1137