ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

iron-sulfur proteins რკინა-გოგირდის ცილები
Proteins in which non-haem iron is coordinated with cysteine sulfur and usually also with inorganic sulfur. Divided into three major categories: rubredoxins; ′simple iron-sulfur proteins′, containing only iron-sulfur clusters; and ′complex iron-sulfur proteins′, containing additional active redox centres such as flavin, molybdenum or haem. In most iron-sulfur proteins, the clusters function as electron-transfer groups, but in others they have other functions, such as catalysis of hydratase/dehydratase reactions, maintenance of protein structure, or regulation of activity. ცილები, რომლებშიც არაჰემური რკინა კოორდინაციულად დაკავშირებულია ცისტეინის გოგირდთან და ასევე არაორგანულ გოგირდთან. ისინი იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: რუბრედოქსინები, "მარტივი რკინა-გოგირდის ცილები", რომელიც შეიცავს მხოლოდ რკინა-გოგირდის კლასტერებს; და "რკინა-გოგირდის რთული ცილები", რომლებიც შეიცავს დამატებით აქტიურ ჟანგვა-აღდგენით ცენტრებს, როგორიცაა ფლავინი, მოლიბდენი ან ჰემი. რკინა-გოგირდის ცილების უმეტესობაში კლასტერები ფუნქციონირებს, როგორც ელექტრონების გადამტანი ჯგუფები, მაგრამ სხვებში ავლენს სხვა ფუნქციებსაც, როგორიცაა ჰიდრატაცია/დეჰიდრატაციის რეაქციების კატალიზება, ცილის სტრუქტურის შენარჩუნება ან აქტიურობის რეგულირება.
Source | წყარო:
PAC, 1997, 69, 1251 (Glossary of terms used in bioinorganic chemistry (IUPAC Recommendations 1997)) on page 1281