ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

ion pair იონური წყვილი
A pair of oppositely charged ions held together by Coulomb attraction without formation of a covalent bond. Experimentally, an ion pair behaves as one unit in determining conductivity, kinetic behaviour, osmotic properties, etc. Following Bjerrum, oppositely charged ions with their centres closer together than a distance:

are considered to constitute an ion pair (′Bjerrum ion pair′). [z+  and z- are the charge numbers of the ions, and εr  is the relative permittivity (or dielectric constant) of the medium.] An ion pair, the constituent ions of which are in direct contact (and not separated by an intervening solvent or other neutral molecule) is designated as a ′tight ion pair′ (′contact ion pair′). A tight ion pair of X+ and Y is symbolically represented as X+Y. By contrast, an ion pair whose constituent ions are separated by one or several solvent or other neutral molecules is described as a ′loose ion pair′, symbolically represented as X+ || Y. The members of a loose ion pair can readily interchange with other free or loosely paired ions in the solution. This interchange may be detectable (e.g. by isotopic labelling) and thus afford an experimental distinction between tight and loose ion pairs. A further conceptual distinction has sometimes been made between two types of loose ion pairs. In ′solvent- shared ion pairs′ the ionic constituents of the pair are separated by only a single solvent molecule, whereas in ′solvent-separated ion pairs′ more than one solvent molecule intervenes. However, the term ′solvent-separated ion pair′ must be used and interpreted with care since it has also widely been used as a less specific term for ′loose′ ion pair.
საპირისპიროდ დამუხტული იონების წყვილი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კულონური მიზიდულობით კოვალენტური ბმის წარმოქმნის გარეშე. ექსპერიმენტულად, იონური წყვილი იქცევა როგორც ერთი მთლიანი ერთეული გამტარობის, კინეტიკური ქცევის, ოსმოსური თვისებების და ა.შ მიხედვით. ბიერუმის მიხედვით, საპირისპიროდ დამუხტული იონები, რომელთა ცენტრები ერთმანეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მანძილი, რომელიც მოცემულია ფორმულით

განიხილება როგორც იონური წყვილი (“ბიერუმის იონური წყვილი“).

 [z+  და z- არის იონების მუხტის რიცხვითი მნიშვნელობები, εr - გარემოს ფარდობითი შეღწევადობა (ან დიელექტრიკული მუდმივა)]. იონური წყვილი, რომლის შემადგენელი იონები პირდაპირ კონტაქტშია (და არ არის გამოყოფილი შუამავალი გამხსნელით ან სხვა ნეიტრალური მოლეკულით) ეწოდება „მჭიდრო იონური წყვილი“ (ან „კონტაქტური იონური წყვილი“). X+ და Y-ის მჭიდრო იონური წყვილი სიმბოლურად გამოსახულია როგორც X+Y. ამის საპირისპიროდ, იონური წყვილი, რომლის შემადგენელი იონები გამოყოფილია ერთი ან რამდენიმე გამხსნელით ან სხვა ნეიტრალური მოლეკულით, აღწერილია როგორც „ფაშარი იონური წყვილი“, სიმბოლურად წარმოდგენილია როგორც X+ || Y−. ფაშარი იონური წყვილის წევრებს შეუძლიათ ადვილად მიმოცვლა სხვა თავისუფალ ან ფაშარად დაწყვილებულ იონებთან ხსნარში. ეს ურთიერთმიმოცვლა   შეიძლება აღმოჩენილი იყოს (მაგ. იზოტოპური მარკირებით) და, შესაბამისად, იძლევა ექსპერიმენტულ განსხვავებას მჭიდრო და ფაშარ იონურ წყვილებს შორის. „გამხსნელით გაზიარებულ იონურ წყვილებში“ წყვილის იონური კომპონენტები გამოყოფილია მხოლოდ ერთი გამხსნელის მოლეკულით, ხოლო „გამხსნელით განცალკევებულ იონურ წყვილებში“ ერთზე მეტი გამხსნელის მოლეკულა მონაწილეობს. თუმცა, ტერმინი „გამხსნელით გამოყოფილი იონური წყვილი“ ფრთხილად გამოსაყენებელი და ინტერპრეტირებადია, რადგან ის ასევე ფართოდ გამოიყენება, როგორც ნაკლებად სპეციფიკური ტერმინი „ფაშარი“ იონური წყვილისთვის.

See also: common-ion effect | dissociation | ion-pair return | special salt effect | ასევე იხილეთ: თანამოსახელე იონის გავლენა | დისოციაცია | იონური წყვილის შებრუნება | სპეციალური მარილოვანი ეფექტი |
Source | წყარო:
  1. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1126
  2. PAC, 1995, 67, 1307 (Glossary of class names of organic compounds and reactivity intermediates based on structure (IUPAC Recommendations 1995)) on page 1344