ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

interfering substance ინტერფერენციული  ნივთიერება
in electroanalytical chemistry ელექტროანალიზურ ქიმიაში

Any substance, other than the ion being measured, whose presence in the sample solution affects the measured emf of a cell. Interfering substances fall into two classes: ′electrode/electrochemical′ interferences and ′chemical′ interferences. Examples of the first class include:

  1. Those substances which give a similar response to the ion being measured and whose presence generally results in an apparent increase in the activity (or concentration) of the ion to be

determined (e.g. Na+ for the Ca2+ electrode).

  1. Electrolytes present at a high concentration that give rise to appreciable liquid junction potential differences or results in a significant activity coefficient decrease.

 

The second class of substances that should be recognized as chemical interferences includes:

  1. Species that interact with the ion being measured so as to decrease its activity or apparent concentration. The electrode continues to report the true activity (e.g. CN present in the

measurement of Ag+), but a considerable gap will occur between the activity and concentration of the ions even in very dilute solutions. Under these circumstances the determination of ionic concentration may be problematic.

  1. Substances interacting with the membrane itself, blocking the surface or changing its chemical composition [i.e. organic solvents for the liquid or poly(vinyl chloride) (PVC) membrane electrodes] are grouped as interferences or electrode poisons.

ნებისმიერი ნივთიერება, გარდა განსასაზღვრავი იონისა, რომლის არსებობა ნიმუშის ხსნარში გავლენას ახდენს უჯრედის ემძ-ის გაზომვაზე. ხელისშემშლელი ნივთიერებები იყოფა ორ კლასად: „ელექტროდულ/ელექტროქიმიურ“ ინტერფერენციულ და „ქიმიურ“ ინტერფერენციულად. პირველი კლასის მაგალითებია:

 

  1. ნივთიერებები, რომლებიც იძლევიან განსასაზღვრავი იონის მსგავს პასუხს და რომელთა თანაარსებობა ზოგადად იწვევს საკვლევი იონის აქტიურობის (ან კონცენტრაციის) მნიშვნლოვან ზრდას (მაგ. Na+ Ca2+ ელექტროდისთვის).
  2. ელექტროლიტები წარმოდგენილია მაღალი კონცენტრაციით, რაც იწვევს თხევადი გადასვლის პოტენციალების მნიშვნელოვან განსხვავებებს ან აქტიურობის კოეფიციენტის მნიშვნელოვან შემცირებას.

 

 

მეორე კლასი, რომლებსაც მიკუთვნებიან ქიმიურ ინტერფერენციული ნივთიერებები, მოიცავს:

  1. ნაწილაკები, რომლებიც ურთიერთქმედებენ განსასაზღვრავ იონთან მათი აქტიურობის ან ეფექტური კონცენტრაციის შემცირებით. ელექტროდი აგრძელებს ჭეშმარიტი აქტიურობის ჩვენებას (მაგ. CN არსებობა Ag+-ის გაზომვისას), თუმცა შეინიშნება მნიშვნელოვანი სხვაობა იონების აქტიურობასა და კონცენტრაციას შორის, თუნდაც ძალიან განზავებულ ხსნარებში. ამ პირობებში იონური კონცენტრაციის განსაზღვრა შეიძლება იყოს პრობლემური.

 

 

  1. ნივთიერებები, რომლებიც ურთიერთქმედებენ უშუალოდ მემბრანასთან და ბლოკავენ ზედაპირს ან ცვლიან მის ქიმიურ შემადგენლობას [მაგ.. ორგანული გამხსნელები თხევადი ან პოლი(ვინილქლორიდის) (PVC) მემბრანული ელექტროდებისთვის] მიეკუთვნებიან ინტერფერენციულ ან ელექტროდულ შხამებს.
Source | წყარო:
PAC, 1994, 66, 2527 (Recommendations for nomenclature of ionselective electrodes (IUPAC Recommendations 1994)) on page 2530