ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

homodesmotic reaction ჰომოდესმოტიკური რეაქცია
A subclass of isodesmic reactions in which reactants and products contain equal numbers of carbon atoms in corresponding states of hybridization; moreover, there is matching of the carbon-hydrogen bonds in terms of the number of hydrogen atoms joined to the individual carbon atoms. To achieve all this matching, one should significantly extend the number and types of reference molecules. In the aliphatic series of hydrocarbons these are propane, isobutane and neopentanes as well as propene and isobutene; for aromatics—buta-1,3-diene, 2-vinylbutadiene (3-methylidenehexa-1,5-diene) and 2,3- divinylbutadiene (3,4-bismethylidenehexa-1,5-diene). Thus to assess strain energy of cyclopropane and aromatic stabilization of benzene the following homodesmotic reactions are to be respectively analysed.

c-(CH2)3 + 3CH3 – CH3 → 3CH3CH2CH3

ΔH0exp = - 26.5 kcal/mol (110.9 kJ/mol)

C6H6 + 3 CH2 = CH2 → 3 CH2 = CH – CH = CH2 (trans)

ΔH0calc (MP2/6 – 31G**) = 23.9 kcal/mol (100.0 kj/mol)

Due to closer matching of the hybridization states of the atoms of reactants and products as compared to isodesmic reactions, the homodesmotic reactions give more accurate estimates of the intrinsic strain and the cyclic delocalization. The definition may be extended to molecules with heteroatoms.

იზოდესმიკური რეაქციების ქვეკლასი, რომელშიც რეაგენტები და პროდუქტები მოიცავენ ნახშირბადატომების თანაბარ რაოდეონობას შესაბამის ჰიბრიდიზაციის მდგომარეობაში.  გარდა ამისა, შეინიშნება ნახშირბად-წყალბადის ბმების დამთხვევა წყალბადის ატომების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც დაკაბსირებულია ცალკულ ნახშირბადის ატომებთან. მთელი ამ შესაბამისობის მისაღწევად აუცილებელია ეტალონური მოლეკულების რაოდენობისა და ტპების მნიშვნელოვანი გაფართოება. ნახშირწყალბადების ალიფატურ რიგში ეს არის  პროპანი, იზობუტანი და ნეოპენტანი, ასევე პროპენი და იზობუტენი. არომატული ნაერთებისათვის - ბუტა-1,3-დიენი, 2-ვინილბუტადიენი (3-მეთილიდენჰექსა-1,5-დიენი) და 2,3-დივინილბუტადიენი (3,4-ბისმეტილიდენჰექსა-1,5-დიენი). ამდენად, ციკლოპროპანის დეფორმაციის ენერგიისა  და ბენზოლის არომატული სტაბილიზაციის  შეფასებისათვის საჭიროა შესაბამისად გაანალიზდეს შემდეგი ჰომოდესმოტიკური რეაქციები:

c-(CH2)3 + 3CH3 – CH3 → 3CH3CH2CH3

ΔH0exp = - 26.5 კკალ/მოლი (110.9 კჯ/მოლი)

C6H6 + 3 CH2 = CH2 → 3 CH2 = CH – CH = CH2 (ტრანს)

ΔH0calc (MP2/6 – 31G**) = 23.9 კკალ/მოლი(100.0 კჯ/მოლი)

რეაგენტებიისა და პროდუქტების ატომების ჰიბრიდიზაციის მდგომარეობების უფრო მჭიდრო შესაბამისობის გამო იზოდესმიკურ რეაქციებთან შედარებით, ჰომოდესმოზური რეაქციები  შინაგანი დაძაბულობისა და ციკლური დელოკალიზაციის შესახებ უფრო ზუსტ შეფასებას იძლევა.  განმარტება შეიძლება გავრცელდეს ჰეტეროატომების მქონე მოლეკულებზეც.

Source | წყარო:
PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1943