ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

half life, t1/2 ნახევრადგარდაქმნის პერიოდი, t1/2
For a given reaction the half life t1/2 of a reactant is the time required for its concentration to reach a value that is the arithmetic mean of its initial and final (equilibrium) values. For a reactant that is entirely consumed it is the time taken for the reactant concentration to fall to one half its initial value: The half life of a reaction has meaning only in special cases:
  1. For a first-order reaction, the half life of the reactant may be called the half life of the reaction.
  2. For a reaction involving more than one reactant, with the concentrations of the reactants in their stoichiometric ratios, the half life of each reactant is the same, and may be called the half life of the reaction.

If the concentrations of reactants are not in their stoichiometric ratios, there are different half lives for different reactants, and one cannot speak of the half life of the reaction.

მოცემული რეაქციისთვის, რეაგენტის ნახევრად გარდაქმნის პერიოდი t1/2, არის დრო, რომელიც საჭიროა, რომ კონცენტრაციამ მიაღწიოს საწყისი და საბოლოო (წონასწორული) მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას. მთლიანად დახარჯული რეაგენტისთვის იგი არის დრო, რომელშიც რეაგენტის კონცენტრაცია მცირდება მისი საწყისი მნიშვნელობის ნახევრამდე: რეაქციის ნახევრად გარდაქმნის პერიოდს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში:
  1. პირველი რიგის რეაქციისთვის, რეაგენტის ნახევრადგარდაქმნის პერიოდს შეიძლება ეწოდოს რეაქციის ნახევრადგარდაქმნის პერიოდი.
  2. რეაქციისთვის, რომელიც მოიცავს სტოქიომეტრული თანაფარდობით აღებულ ერთზე მეტ რეაგენტს, თითოეული რეაგენტის ნახევრადგარდაქმნის პერიოდი იგივეა და შეიძლება ეწოდოს რეაქციის ნახევრადგარდაქმნის პერიოდი.

 

თუ რეაგენტების კონცენტრაციები არ შეესაბამება სტოქიომეტრულ თანაფარდობებს, სხვადასხვა რეაგენტებისთვის ნახევრადგარდაქმნის პერიოდი სხვადასხვაა და ვერ ვისაუბრებთ  რეაქციის ნახევრადგარდაქმნის პერიოდზე.

See also: lifetime ასევე იხილეთ: სიცოცხლის ხანგრძლივობა
Source | წყარო:
  1. PAC, 1996, 68, 149 (A glossary of terms used in chemical kinetics, including reaction dynamics (IUPAC Recommendations 1996)) on page 167
  2. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1119
  3. Green Book, 2nd ed., p. 55
  4. PAC, 1996, 68, 957 (Glossary of terms in quantities and units in Clinical Chemistry (IUPAC-IFCC Recommendations 1996)) on page 975