ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

geminate recombination გემინალური რეკომბინაცია
This expression refers to the reaction, with each other, of two transient species produced from a common precursor in solution. If reaction occurs before any separation by diffusion has occurred, this is termed primary geminate recombination. If the mutually reactive entities have been separated, and come together by diffusion, this is termed secondary geminate recombination. This is illustrated in the reaction diagram below:

ეს გამოთქმა ეხება ორი გარდამავალი ნაწილაკის ურთიერთქმედებას, რომლებიც ხსნარში საერთო წინამორბედისგან წარმოიქმნება. თუ რეაქცია ხდება დიფუზიით რაიმე განცალკევებამდე, ამას ეწოდება პირველადი გემინალური რეკომბინაცია. თუ ასეთი ერთეულები განცალკევებული იყო და გაერთიანდებიან დიფუზიის შედეგად, მაშინ უწოდებენ მეორად გემინალურ რეკომბინაციას. ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ სქემაში:

See also: cage ასევე იხილეთ: გალია
Source | წყარო:

1.PAC, 1996, 68, 149 (A glossary of terms used in chemical kinetics, including reaction dynamics (IUPAC Recommendations 1996))  on page 166

2.PAC,   1994,   66,   1077   (Glossary   of   terms   used   in   physical   organic   chemistry   (IUPAC Recommendations 1994)) on page 1117