ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
gas sensing electrode | აირ-მგრძნობიარე ელექტროდი |
A sensor composed of an indicator and a reference electrode in contact with a thin film of solution which is separated from the bulk of the sample solution by a gas-permeable membrane or an air gap. This intermediate solution interacts with the gaseous species (penetrated through the membrane or an air gap) in such a way as to produce a change in a measured constituent (e.g. the H+ activity) of the intermediate solution. This change is then sensed by the ion-selective electrode and is related to the partial pressure of the gaseous species in the sample. [Note: In electrochemical literature the term gas electrode is used for the classical, redox-equilibrium-based gas electrodes as well, such as the hydrogen or the chlorine gas electrodes (Pt (s)|H2 (g) | H+(aq) or Pt (s) | Cl2 (g) | Cl- (aq)]. These electrodes respond both to the partial pressure of the gas (H2 or Cl2) and to the ionic activities (H+ or Cl-). The Clark oxygen electrode fits under this classification although, in contrast to other gas sensors, it is an amperometric and not a potentiometric device. | ელექტროდი, რომელიც შედგება ინდიკატორისა და შესადარებელი ელექტროდისგან, რომლებიც კონტაქტშია ხსნარის თხელ ფენასთან. ეს უკანასკნელი გამოყოფილია ნიმუშის ხსნარის ძირითადი ნაწილისგან აირგამტარი მემბრანით ან ჰაერის კამერით და ურთიერთქმედებს აირად ნაწილაკებთან, რომლებიც შეაღწევს მასში მემბრანის ან ჰაერის კამერის გავლით ისე, რომ გამოიწვიოს გაზომილი პარამეტრის (მაგალითად, H+ იონების აქტიურობის) ცვლილება. შემდეგ ეს ცვლილება შეიგრძნობა იონ-სელექციური ელექტროდის მიერ და გადაითვლება ნიმუშში აირადი კომპონენტების პარციალურ წნევებზე. [შენიშვნა: ელექტროქიმიურ ლიტერატურაში ტერმინი აირის ელექტროდი გამოიყენება ასევე კლასიკური, ჟანგვა-აღდგენის წონასწორობაზე დაფუძნებული აირის ელექტროდებისათვისაც, მაგალითად, როგორებიცაა წყალბადის ან ქლორის აირის ელექტროდები (Pt (მყ.) | H2 (აირ.) | H+ (წყ,) ან Pt (მყ.) | Cl2 (აირ.) | Cl- (წყ.)]. ეს ელექტროდები რეაგირებენ როგორც აირთა (H2 ან Cl2) პარციალურ წნევაზე, ასევე იონთა (H+ ან Cl-) აქტიურობაზე. კლარკის ჟანგბადის ელექტროდი ასევე ექვემდებარება ამ კლასიფიკაციას, თუმცა, სხვა აირთა სენსორებისგან განსხვავებით, ეს არის ამპერომეტრული და არა პოტენციომეტრული მოწყობილობა. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 2527 (Recommendations for nomenclature of ionselective electrodes (IUPAC Recommendations 1994)) on page 2534 |