APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელ-რესურსები

ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური · IUPAC-ის „ოქროს წიგნის“ საფუძველზე

English

filling solution

of a reference electrode

Solution containing the anion to which the reference electrode of the operational pH cell is reversible, e.g. chloride for silver-silver chloride electrode. In the absence of a bridge solution, a high concentration of filling solution comprising cations and anions of almost equal mobility is employed as a means of maintaining the liquid junction potential small and approximately constant on substitution of test solution for standard solution(s).
ქართული

შემავსებელი ხსნარი

შესადარებელი ელექტროდის

ანიონის შემცველი ხსნარი, რომლის მიმართაც სამუშაო pH უჯრედის შესადარებელი ელექტროდი შექცევადია, მაგალითად, ქლორიდი ვერცხლი-ვერცხლის ქლორიდის ელექტროდისთვის. ხიდური ხსნარის არარსებობის შემთხვევაში, შემავსებელ ხსნარში არის თითქმის თანაბარი ძვრადობის უნარის მქონე კატიონებისა და ანიონების მაღალი კონცენტრაცია. გამოიყენება თხევადი შეერთების პოტენციალის მცირე და დაახლოებით მუდმივი მნიშვნელობის შესანარჩუნებლად, საანალიზო ხსნარის სტანდარტული ხსნარ(ებ)ით ჩანაცვლებისას.
წყარო · Source

PAC, 1985, 57, 531 (Definition of pH scales, standard reference values, measurement of pH and related terminology (Recommendations 1984)) on page 541

შეცდომა შენიშნეთ? მოგვწერეთ.