ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

electrode current density, j ელექტრული დენის სიმკვრივე, j

If the charging current is negligible, in the case of a single electrode reaction, the electrode current density (c.d.) of the electric current flowing through the electrode is related to the flux density of a species B by the equation:

where (NB)e is the normal component of the vector NB at the electrode-solution interface, n is the charge number of the electrode reaction and νB is the stoichiometric number of species B. The ratio n/????B is to be taken as positive if the species B is consumed in a cathodic reaction or produced in an anodic reaction. Otherwise it is to be taken as negative. With the convention that the normal distance vector points into the electrolytic solution, a cathodic current is then negative, an anodic current positive.

თუ დამუხტვის დენის უგულებელყოფა შეიძლება, ერთ ელექტროდზე მიმდინარე რეაქციის შემთხვევაში ელექტროდში გამავალი ელექტრული დენის ელექტროდული სიმკვრივე სიმკვრივე (c.d.) B ქიმიური ნაწილაკის ნაკადის სიმკვრივესთან დაკავშირებულია შემდეგი გამოსახულებით:

სადაც  (NB)e არის NB ვექტორის ნორმალური მდგენელი ელექტროდ-ხსნარის საზღვარზე,  n არის ელექტროდული რეაქციის მუხტის რაოდენობა, ხოლო νB არის  B ქიმიური ნაწილაკის სტექიომეტრული რიცხვი.  n/νB თანაფარდობა მიჩნეულია დადებითად, თუ B ქიმიური ნაწილაკი მოიხმარება კათოდურ რეაქციაში ან წარმოიქმნება ანოდურ რეაქციაში. სხვა შემთხვევაში, იგი ითვლება უარყოფითად. იმ პირობის გათვალისწინებით, რომ მანძილის ნორმალური ვექტორი მიმართულია ელექტროლიტურ ხსნარში, კათოდური დენი არის უარყოფითი, ხოლო ანოდური დენი - დადებითი.

Source | წყარო:

PAC, 1981, 53, 1827 (Nomenclature for transport phenomena in electrolytic systems) on page 1835produced in an anodic