ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
dipolar aprotic solvent | დიპოლარული აპროტონული გამხსნელი |
A solvent with a comparatively high relative permittivity (or dielectric constant), greater than ca. 15, and a sizable permanent dipole moment, that cannot donate suitably labile hydrogen atoms to form strong hydrogen bonds, e.g. dimethyl sulfoxide. The term (and its alternative "polar aprotic solvent") is a misnomer and is therefore discouraged. Such solvents are usually not aprotic but protophilic (and at most weakly protogenic). In describing a solvent it is better to be explicit about its essential properties, e.g. dipolar and non-protogenic. | გამხსნელი შედარებით მაღალი, 15-ზე მეტი მნიშვნელობის მქონე დიელექტრიკული შეღწევადობით, და მნიშვნელოვანი სიდიდის მუდმივი დიპოლური მომენტით. ასეთ გამხსნელს არ შეუძლია წყალბადის სათანადო ლაბილური ატომების გაცემა წყალბადური ბმების წარმოსაქმნელად, მაგალითად, დიმეთილსულფოქსიდი. ტერმინი (და მისი ალტერნატიული „პოლარული აპროტონული გამხსნელი“) მცდარი ტერმინია და, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ასეთი გამხსნელები, როგორც წესი, არ არის აპროტონული, ისინი პროტოფილურია (უკეთეს შემთხვევაში, სუსტად პროტოგენური). გამხსნელის აღწერისას უკეთესია მკაფიოდ იყოს მინიშნებული მისი ძირითადი თვისებები, მაგალითად, დიპოლარული და არაპროტოგენური. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1106 |