ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
diamond | ალმასი |
An allotropic form of the element carbon with cubic structure (space group O7h – Fd3m) which is thermodynamically stable at pressures above 6 GPa at room temperature and metastable at atmospheric pressure. At low pressures diamond converts rapidly to graphite at temperatures above 1900 K in an inert atmosphere. The chemical bonding between the carbon atoms is covalent with sp3 hybridization.
Note: There is also a hexagonal diamond-like structure of the element carbon (lonsdaleite). |
ელემენტის ნახშირბადის ალოტროპული ფორმა კუბური სტრუქტურით (სივრცული ჯგუფი O7h – Fd3m), რომელიც თერმოდინამიურად მდგრადია ოთახის ტემპერატურაზე 6 გპა-ზე უფრო მაღალი წნევის დროს და მეტასტაბილურია ატმოსფერულ წნევაზე. დაბალი წნევის დროს, ინერტულ ატმოსფეროში 1900 K-ზე მეტ ტემპერატურაზე ალმასი სწრაფად გარდაიქმნება გრაფიტად. ნახშირბადის ატომებს შორის ქიმიური ბმა კოვალენტური და sp3 ჰიბრიდულია.
შენიშვნა: ელემენტი ნახშირბადი ასევე წარმოქმნის ლონსდეილიტს, რომელსაც ალმასის მსგავსი ჰექსაგონალური სტრუქტურა აქვს. |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 473 (Recommended terminology for the description of carbon as a solid (IUPAC Recommendations 1995)) on page 487 |