ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
contributing structure | რეზონანსული სტრუქტურა |
The definition is based on the valence-bond formulation of the quantum mechanical idea of the wavefunction of a molecule as composed of a linear combination of wavefunctions, each representative of a formula containing bonds that are only single, double or triple with a particular pairing of electron spins. Each such formula represents a contributing structure, also called ′resonance structure′ to the total wavefunction, and the degree to which each contributes is indicated by the square of its coefficient in the linear combination. The contributing structures, also called ′canonical forms′, themselves thus have a purely formal significance: they are the components from which wavefunctions can be built. Structures may be covalent (or non-polar) or ionic (or polar). The representation is frequently kept qualitative so that we speak of important or major contributing structures and minor contributing structures. For example, two major non-equivalent contributing structures for the conjugate base of acetone are:
|
განმარტება ეფუძნება მოლეკულის ტალღური ფუნქციის კვანტურ-მექანიკური იდეის სავალენტო ბმების ფორმულირებას, რომელიც შედგება ტალღური ფუნქციების წრფივი კომბინაციებისგან. ფორმულის თითოეული წარმომადგენელი შეიცავს ბმებს, რომლებიც წარმოადგენს მხოლოდ ერთმაგი, ორმაგი ან სამმაგი ელექტრონული სპინების წყვილებს. ყოველი ასეთი ფორმულა არის რეზონანსული სტრუქტურა მთლიან ტალღურ ფუნქციაში, ხოლო თითოეულის წვლილი მითითებულია მისი კოეფიციენტის კვადრატით ხაზოვან კომბინაციაში. ამგვარად, რეზონანსულ სტრუქტურებს, რომლებსაც ასევე „კანონიკურ ფორმებს″ უწოდებენ, თავად აქვთ წმინდა ფორმალური მნიშვნელობა: ისინი არიან კომპონენტები, რომლებისგანაც შეიძლება შედგეს ტალღური ფუნქციები. სტრუქტურები შეიძლება იყოს კოვალენტური (ან არაპოლარული) ან იონური (ან პოლარული). გამოსახვის ფორმა ხშირად ხარისხობრივია და ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ან ძირითად და ნაკლებ მნიშვნელოვან რეზონანსულ სტრუქტურებზე. მაგალითად, ორი ძირითადი არაეკვივალენტური რეზონანსული სტრუქტურა აცეტონის შეუღლებული ფუძისთვის არის:
|
See also: Delocalization (1) | resonance | | ასევე იხილეთ: დელოკალიზაცია (1) | რეზონანსი | |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1100 |