ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

chair, boat, twist სავარძელი, ნავი, ტვისტი
If carbon atoms 1, 2, 4 and 5 of cyclohexane occupy coplanar positions and when carbon atoms 3 and 6 are on opposite sides of the plane the conformation (of symmetry group D3d) is called a chair form. The same term is applied to similar conformations of analogous saturated six-membered ring structures containing hetero-atoms and/or bearing substituent groups, but these conformations may be distorted from the exact D3d symmetry. For cyclohexane and most such analogues, the chair form is the most stable conformation. If the cyclohexane conformation has no centre of symmetry but possesses two planes of symmetry, one of them bisecting the bonds between atoms 1 and 2 and between 4 and 5 and the other plane passing through atoms 3 and 6 (which lie out of the plane and on the same side of the plane containing 1, 2, 4 and 5), that conformation (of symmetry group C2v ) is called a boat form and it is generally not a stable form. Again, this term is also applied to structural analogues. The conformation of D2 symmetry passed through in the interconversion of two boat forms of cyclohexane is called the twist form (also known as skew boat, skew form and stretched form). თუ ციკლოჰექსანის ნახშირბადატომები 1, 2, 4 და 5 ერთ სიბრტყეშია, ხოლო ნახშირბადატომები 3 და 6 სიბრტყის მოპირდაპირე მხარეებზეა განლაგებული, ასეთ კონფორმაციას (D3d ჯგუფის სიმეტრია) ეწოდება სავარძლის ფორმა. იგივე ტერმინი გამოიყენება ანალოგიური ნაჯერი ექვსწევრიანი არომატული სტრუქტურების მსგავსი კონფორმაციებისთვისაც, რომლებიც შეიცავს ჰეტეროატომებს და/ან ჩამნაცვლებელ ჯგუფებს; თუმცა, ეს კონფორმაციები შეიძლება იყოს გადახრილი იყოს ზუსტი D3d სიმეტრიისგან. ციკლოჰექსანისა და მისი ანალოგების უმეტესობისთვის, სავარძლის ფორმა ყველაზე სტაბილური კონფორმაციაა. თუ ციკლოჰექსანის კონფორმაციას არ აქვს სიმეტრიის ცენტრი, მაგრამ აქვს სიმეტრიის ორი სიბრტყე, მათგან ერთი შუაზე ჰყოფს ბმებს 1 და 2 და 4 და 5 ატომებს შორის, ხოლო მეორე სიბრტყე გადის ნახშირბადატომებს 3 და 6 შორის ბმაზე (რომლებიც განლაგებულია სიბრტყის გარეთ და სიბრტყის იმავე მხარეს, რომელზეც არის ნახშირბადატომები 1, 2, 4 და 5), ამ კონფორმაციას (C2v ჯგუფის სიმეტრია) ეწოდება ნავის ფორმა და ის, ზოგადად, არ არის სტაბილური. ეს ტერმინი ასევე გამოიყენება სტრუქტურული ანალოგებისათვის. ციკლოჰექსანის ნავის ორი ფორმის ურთიერთგარდაქმნის შუალედურ (D2 ჯგუფის სიმეტრიით) კონფორმაციას ეწოდება ტვისტ ფორმა (ასევე ცნობილია, როგორც დახრილი ნავი, დახრილი ფორმა და გაჭიმული ფორმა).
See also: half-chair | envelope conformation | ასევე იხილეთ: ნახევარ სავარძელი | კონვერტისებური კონფორმაცია |
Source | წყარო:
PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2202