ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

bond order ბმის რიგი
The electron population in the region between atoms A and B of a molecular entity at the expense of electron density in the immediate vicinity of the individual atomic centers. Different schemes of partitioning electron density give rise to different definitions of bond orders. In the framework of the Mulliken population analysis, bond order is associated with the total overlap population

where Pμν and Sμν are respectively the elements of the density matrix and overlap matrix (see overlap integral). A large positive value of bond order signifies strong bonding between the atoms of the molecular entity, whereas negative values of qAB imply that electrons are displaced away from the inter-atomic region and point to an anti-bonding interaction. In valence bond theory, bond order is given by a weighted average of the formal bond orders (i.e. by the number of electron pairs in a given Lewis structure) between the atoms in the resonance structures (see resonance hybrid).

ელექტრონების პოპულაცია მოლეკულური ერთეულის A და B ატომებს შორის არსებულ უბანში ელექტრონების სიმკვრივის ხარჯზე, ცალკეული ატომური ცენტრების უშუალო სიახლოვეს. ელექტრონის სიმკვრივის დაყოფის სხვადასხვა სქემა იძლევა ბმის რიგის განსხვავებულ განმარტებებს. მალიკენისპოპულაციის ანალიზის მიხედვით,, ბმის რიგი ასოცირდება სრული გადაფარვის პოპულაციასთან.

სადაც Pμν და Sμν, შესაბამისად, არის სიმკვრივის მატრიცის და გადაფარვის მატრიცის ელემენტები (იხ. გადაფარვის ინტეგრალი). ბმის რიგის დიდი დადებითი მნიშვნელობა ნიშნავს ძლიერ ბმას მოლეკულური ერთეულის ატომებს შორის, ხოლო qAB უარყოფითი მნიშვნელობები გულისხმობს, რომ ელექტრონები გადაადგილდებიან ატომთაშორის უბანს გარეთ და მიანიშნებენ გამთიშავ ურთიერთქმედებაზე. ვალენტური ბმების თეორიაში ბმის რიგი მოცემულია ფორმალური ბმის რიგების შეწონილი საშუალო მნიშვნელობით (ანუ მოცემულ ლუისის სტრუქტურაში ელექტრონული წყვილების რაოდენობით) ატომებს შორის რეზონანსულ სტრუქტურებში (იხ. რეზონანსული ჰიბრიდი).

Source | წყარო:

PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1927