ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

asymmetric transformation ასიმეტრიული გარდაქმნა
Also contains definition of: deracemization

 

The conversion of a racemate into a pure enantiomer or into a mixture in which one enantiomer is present in excess, or of a diastereoisomeric mixture into a single diastereoisomer or into a mixture in which one diastereoisomer predominates. This is sometimes called deracemization. If the two enantiomers of a chiral substrate A are freely interconvertible and if an equal amount or excess of a non-racemizing second enantiomerically pure chemical species, say (R)-B, is added to a solution of racemic A, then the resulting equilibrium mixture of adducts A · B will, in general, contain unequal amounts of the diastereoisomers (R)-A · (R)-B and (S)-A · (R)-B. The result of this equilibration is called asymmetric transformation of the first kind. If, in such a system, the two diastereoisomeric adducts differ considerably in solubility so that only one of them, say (R)-A · (R)-B, crystallizes from the solution, then the equilibration of diastereoisomers in solution and concurrent crystallization will continue so that all (or most) of the substrate A can be isolated as the crystalline diastereoisomer (R)-A · (R)-B. Such a "crystallization-induced asymmetric transformation" is called an asymmetric transformation of the second kind.

ასევე შეიცავს განმარტებას: დერაცემიზაცია

 

რაცემატის გადაქცევა სუფთა ენანტიომერად ან ნარევად, რომელშიც ჭარბობს ერთი ენანტიომერი, ან დიასტერეოიზომერული ნარევის გარდაქმნა ერთ დიასტერეოიზომერად ან ნარევად, რომელშიც ჭარბობს ერთი დიასტერეოიზომერი. ამას ზოგჯერ დერაცემიზაციას უწოდებენ. თუ ქირალური A სუბსტრატის ორი ენანტიომერი თავისუფლად გარდაიქმნება ერთმანეთში და თუ A რაცემატის ხსნარს ემატება თანაბარი ან ჭარბი რაოდენობით  არარაცემიზებელი მეორე ენანტიომერულად სუფთა ქიმიური ნივთიერება, მაგალითად, (R)-B, მაშინ ადუქტების მიღებული ნარევი A · B  წონასწორულ მდგომრაეობაში შეიცავს არათანაბარი რაოდენობით დიასტერეოიზომერებს (R)-A · (R)-B და (S)-A · (R)-B. ამ წონასწორობის შედეგს ეწოდება პირველი სახის ასიმეტრიული ტრანსფორმაცია. თუ ასეთ სისტემაში ორი დიასტერეოიზომერული დანამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება ხსნადობით ისე, რომ ხსნარიდან მხოლოდ ერთი მათგანი, ვთქვათ (R)-A · (R)-B, გამოკრისტალდება, მაშინ დიასტერეოიზომერების გაწონასწორება და თანმხლები კრისტალიზაცია ისე გაგრძელდება, რომ A სუბსტრატის მთელი (ან უმეტესი ნაწილი) იზოლირებული იყოს როგორც კრისტალური დიასტერეოიზომერი (R)-A · (R)-B. ასეთ „კრისტალიზაციით ინდუცირებულ ასიმეტრიულ ტრანსფორმაციას“ მეორე სახის ასიმეტრიულ ტრანსფორმაციას უწოდებენ.

Source | წყარო:

PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2200