ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| asymmetric enantiomer-differentiating polymerization | ასიმეტრიული ენანტიომერ-მადიფერენცირებელი პოლიმერიზაცია |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Asymmetric polymerization in which, starting from a mixture of enantiomeric monomer molecules, only one enantiomer is polymerized.
Note 1: A “stereoselective polymerization” is defined as “a polymerization in which a polymer molecule is formed from a mixture of stereoisomeric monomer molecules by the incorporation of only one stereoisomeric species”. Thus, an asymmetric enantiomer- differentiating polymerization is a stereoselective polymerization, in which all the polymer molecules are formed by the incorporation of only one type of stereoisomeric species.
Note 2: A polymerization in which, starting from the racemate of a chiral monomer, two types of polymer molecules, each containing monomeric units derived from one of the enantiomers, form in equal amounts is termed ‘racemate-forming enantiomer- differentiating polymerization’. The resulting polymer is optically inactive. |
ასიმეტრიული პოლიმერიზაცია, რომელშიც ენანტიომერული მონომერული მოლეკულების ნარევიდან დაწყებული პოლიმერიზებულია მხოლოდ ერთი ენანტიომერი. შენიშვნა 1: „სტერეოსელექციური პოლიმერიზაცია“ განისაზღვრება, როგორც „პოლიმერიზაცია, რომლის დროსაც პოლიმერული მოლეკულა წარმოიქმნება სტერეოიზომერული მონომერული მოლეკულების ნარევიდან მხოლოდ ერთი ტიპის სტერეოიზომერული სახეობების შერწყმით“. ამრიგად, ასიმეტრიული ენანტიომერ-მადიფერენცირებელი პოლიმერიზაცია არის სტერეოსელექციური პოლიმერიზაცია, რომელშიც პოლიმერის ყველა მოლეკულა წარმოიქმნება მხოლოდ ერთი ტიპის სტერეოიზომერული სახეობების შერწყმით. შენიშვნა 2: პოლიმერიზაციას, რომლის დროსაც ქირალური მონომერის რაცემატიდან დაწყებული, ერთ-ერთი ენანტიომერისგან თანაბარი რაოდენობით წარმოიქნება მონომერული ერთეულების შემცველი თითოეული პოლიმერის ორი ტიპის მოლეკულა, ეწოდება "რაცემატის წარმომქმნელი ენანტიომერ-მადიფერენცირებელი პოლიმერიზაცია". რეაქციის შედეგად მიღებული პოლიმერი ოპტიკურად არააქტიურია. |
| Source | წყარო: R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|





