ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

apicophilicity აპიკოფილურობა
In trigonal bipyramidal structures with a five-coordinate central atom, the stabilization achieved through a ligand changing its position from equatorial to apical (axial). The apicophilicity of an atom or a group is evaluated by either the energy difference between the stereoisomers (permutational isomers) containing the ligand in apical and equatorial positions or the energy barrier to permutational isomerization (see also Berry pseudorotation). In general, the greater the electronegativity and the stronger the π-electron-withdrawing properties of a ligand (as for Cl, F, CN), the higher is its apicophilicity. The notion of apicophilicity has been extended to four-coordinate bisphenoidal and three-coordinate T-shaped structures, which can be viewed as trigonal bipyramidal species where, respectively, one or two vertices are occupied by phantom ligands (lone electron pairs). ხუთკოორდინაციული ცენტრალური ატომის შემცველ ტრიგონალურ ბიპირამიდულ სტრუქტურებში სტაბილიზაცია მიიღწევა ისეთი ლიგანდის მეშვეობით, რომელიც ცვლის თავის პოზიციას ეკვატორულიდან აპიკალურამდე (აქსიალურამდე). ატომის ან ჯგუფის აპიკოფილურობა ფასდება ან ენერგეტიკული სხვაობით სტერეოიზომერებს შორის (პერმუტაციური იზომერები), რომლებიც შეიცავენ ლიგანდს აპიკალურ და ეკვატორულ პოზიციებში, ან ენერგეტიკული ბარიერით პერმუტაციური იზომერიზაციისთვის (იხ. აგრეთვე ბერის ფსევდოროტაცია). ზოგადად, რაც უფრო დიდია ელექტროუარყოფითობა და რაც უფრო ძლიერია ლიგანდის π-ელექტრონაქცეპტორული თვისებები (როგორიც აქვს Cl, F, CN), მით უფრო მაღალია მისი აპიკოფილურობა. აპიკოფილურობის ცნება გავრცელდა ოთხკოორდინაციულ ბისფენოიდულ და სამკოორდინაციულ T-ს ფორმის სტრუქტურებზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ტრიგონალურ ბიპირამიდულ სახეობებად, სადაც, შესაბამისად, ერთი ან ორი წვერო დაკავებულია ფანტომური ლიგანდებით (გაუზიარებელი ელექტრონული წყვილების მქონე).
Source | წყარო:

PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1923