ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
apex current | აპექსური დენი |
Also contains definitions of: apex, apex potential
In measurement of non-faradaic admittance (or tensammetry), a plot of alternating current against applied potential shows a minimum or maximum when a non-electroactive substance undergoes adsorption or desorption at the surface of the indicator electrode. Such a maximum or minimum may be called an apex to emphasize its non-faradaic origin and distinguish it from a "summit", which would result from a charge-transfer process. The highest value of the current on such an apex may be called an apex current, and the corresponding applied potential may be called an apex potential. |
ასევე შეიცავს განმარტებებს: აპექსი, აპექს-პოტენციალი
არაფარადეული გამტარობის (ან ტენსამმეტრიის) გაზომვისას, მოდებულ პოტენციალზე ცვლადი დენის სიდიდის დამოკიდებულების გრაფიკი აჩვენებს მინიმუმს ან მაქსიმუმს, როდესაც არაელექტროაქტიური ნივთიერება განიცდის ადსორბციას ან დესორბციას ინდიკატორის ელექტროდის ზედაპირზე. ასეთ მაქსიმუმს ან მინიმუმს შეიძლება ეწოდოს აპექსი, რათა ხაზი გაესვას მის არაფარადეულ წარმოშობას და განსხვავდეს იგი "მწვერვალისაგან", რომელიც მოჰყვება მუხტის გადატანის პროცესს. დენის უმაღლეს მნიშვნელობას ასეთ აპექსზე შეიძლება ეწოდოს აპექსური დენი, ხოლო შესაბამის გამოყენებულ პოტენციალს შეიძლება ეწოდოს აპექს-პოტენციალი. |
Source | წყარო: PAC, 1985, 57, 1491 (Recommended terms, symbols, and definitions for electroanalytical chemistry (Recommendations 1985)) on page 1494 |