ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

amphoteric ამფოტერული
A chemical species that behaves both as an acid and as a base is called amphoteric. This property depends upon the medium in which the species is investigated: H2SO4 is an acid when studied in water, but becomes amphoteric in superacids. ქიმიურ ნაწილაკს, რომელიც ავლენს როგორც მჟავას, ასევე ფუძის თვისებებს, ამფოტერული ეწოდება. ეს თვისება დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ნაწილაკია  შესწავლილი: H2SO4 წყალში შესწავლისას მჟავაა, მაგრამ სუპერმჟავებში ამფოტერული ხდება.
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1083