ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

amount of substance, n ნივთიერების რაოდენობა, n
Base quantity in the system of quantities upon which SI is based. It is the number of elementary entities divided by the Avogadro constant. Since it is proportional to the number of entities, the proportionality constant being the reciprocal Avogadro constant and the same for all substances, it has to be treated almost identically with the number of entities. Thus the counted elementary entities must always be specified. The words "of substance" may be replaced by the specification of the entity, for example: amount of chlorine atoms, nCl, amount of chlorine molecules, n(Cl2). No specification of the entity might lead to ambiguities [amount of sulfur could stand for n(S), n(S8), etc.], but in many cases the implied entity is assumed to be known: for molecular compounds it is usually the molecule [e.g. amount of benzene usually means n(C6H6)], for ionic compounds the simplest formula unit [e.g. amount of sodium chloride usually means n(NaCl)] and for metals the atom [e.g. amount of silver usually stands for n(Ag)]. In some derived quantities the words "of substance" are also omitted, e.g. amount concentration, amount fraction. Thus in many cases the name of the base quantity is shortened to amount and to avoid possible confusion with the general meaning of the word the attribute chemical is added. The chemical amount is hence the alternative name for amount of substance. In the field of clinical chemistry the words "of substance" should not be omitted and abbreviations such as substance concentration (for amount of substance concentration) and substance fraction are in use. The quantity had no name prior to 1969 and was simply referred to as the number of moles. სიდიდეების SI სისტემის საბაზისო სიდიდე. ეს არის ელემენტარული ერთეულების რაოდენობა გაყოფილი ავოგადროს მუდმივაზე. ვინაიდან ის პროპორციულია ერთეულების რაოდენობისა, პროპორციულობის მუდმივა არის ავოგადროს მუდმივას შებრუნებული რიცხვი და საერთოა ყველა ნივთიერებისთვის, იგი ერთეულების რაოდენობის იდენტურად უნდა განიხილებოდეს. ამრიგად, დათვლილი ელემენტარული ერთეულები ყოველთვის უნდა იყოს მითითებული. სიტყვა „ნივთიერება“ შეიძლება შეიცვალოს ერთეულის სპეციფიკაციით, მაგალითად: ქლორის ატომების რაოდენობა, nCl, ქლორის მოლეკულების რაოდენობა, n(Cl2). დაუზუსტებელ ერთეულს შეუძლია გამოიწვიოს გაურკვევლობა [გოგირდის რაოდენობა შეიძლება იყოს n(S), n(S8) და ა. შ.], მაგრამ ხშირ შემთხვევაში ერთეული თავისთავად იგულისხმება: მოლეკულური ნაერთებისთვის ეს, როგორც წესი, მოლეკულაა [მაგალითად, ბენზოლის რაოდენობა ჩვეულებრივ ნიშნავს n(C6H6)]; იონური ნაერთებისთვის უმარტივესი ფორმულური ერთეული [მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა ჩვეულებრივ აღინიშნება, როგორც n(NaCl)], ხოლო მეტალებისათვის - ატომი [მაგალითად, ვერცხლის რაოდენობა აღინიშნება, როგორც n(Ag)]. ზოგჯერ სიტყვა „ნივთიერება“ გამოტოვებულია, მაგალითად, რაოდენობრივი კონცენტრაცია, რაოდენობრივი წილი. ტერმინის დასაზუსტებლად ზოგჯერ მას ემატება ატრიბუტი  „ქიმიური“. აქედან გამომდინარე, ქიმიური რაოდენობა არის ნივთიერების რაოდენობის ალტერნატიული სახელი. კლინიკური ქიმიის დარგში სიტყვა „ნივთიერების“ არ უნდა იყოს გამოტოვებული და გამოიყენება შემოკლებული ტერმინები, როგორიცაა ნივთიერების კონცენტრაცია (ნივთიერების რაოდენობრივი კონცენტრაციისთვის) და ნივთიერების წილი. ამ სიდიდეს  1969 წლამდე სახელი არ ჰქონდა და უბრალოდ მოიხსენიებოდა, როგორც მოლთა რიცხვი.
Source | წყარო:

1.Green Book, 2nd ed., p. 46

2.PAC, 1996, 68, 957 (Glossary of terms in quantities and units in Clinical Chemistry (IUPAC-IFCC Recommendations 1996)) on page 961