ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

amino-acid residue ამინომჟავის ნაშთი
in a polypeptide პოლიპეპტიდში
When two or more amino acids combine to form a peptide, the elements of water are removed, and what remains of each amino acid is called an amino-acid residue. α-Amino-acid residues are therefore structures that lack a hydrogen atom of the amino group (–NH–CHR–COOH), or the hydroxyl moiety of the carboxyl group (NH2–CHR–CO–), or both (–NH–CHR–COO–); all units of a peptide chain are therefore amino-acid residues. (Residues of amino acids that contain two amino groups or two carboxyl groups may be joined by isopeptide bonds, and so may not have the formulas shown.) The residue in a peptide that has an amino group that is free, or at least not acylated by another amino-acid residue (it may, for example, be acylated or formylated), is called N-terminal; it is at the N-terminus. The residue that has a free carboxyl group, or at least does not acylate another amino-acid residue, (it may, for example, acylate ammonia to give –NH–CHR–CO–NH2), is called C-terminal. როდესაც ორი ან მეტი ამინომჟავა პეპტიდს წარმოქმნის, მათგან ხდება წყლის მოლეკულის მოხლეჩა და თითოეული ამინომჟავისგან დარჩენილ ნაწილს ამინომჟავის ნაშთი ეწოდება. ამრიგად, α-ამინომჟავის ნაშთი არის სტრუქტურა, რომელსაც არ გააჩნია ამინო ჯგუფის წყალბადის ატომი (–NH–CHR–COOH), ან კარბოქსილის ჯგუფის ჰიდროქსილის ნაწილი NH2–CHR–CO–), ან ორივე (–NH–CHR–COO–); ამიტომ პეპტიდური ჯაჭვის ყველა ერთეული ამინომჟავის ნაშთია (ამინომჟავების ნაშთები, რომლებიც შეიცავს ორ ამინო ჯგუფს ან ორ კარბოქსილის ჯგუფს, შეიძლება შეერთდეს იზოპეპტიდური ბმებით და, შესაბამისად, შეიძლება განსხვავდებოდნენ ზემოთ ნაჩვენები ფორმულებისაგან). პეპტიდში შემავალ ნაშთს, რომელიც შეიცავს თავისუფალი ან სხვა ამინომჟავის ნაშთით არააცილირებულ (ან ფორმილირებულ) ამინო ჯგუფს, ეწოდება N-ტერმინალური ანუ N-ბოლოს ნაშთი. ნაშთს, რომელსაც აქვს თავისუფალი კარბოქსილის ჯგუფი, ან, სულ მცირე, არ აცილირებს სხვა ამინომჟავის ნაშთს (მას შეუძლია, მაგალითად, მოახდინოს ამიაკის აცილირება და წარმოქმნას NH–CHR–CO–NH2), ეწოდება C–ტერმინალური ან C-ბოლოს ნაშთი.
Source | წყარო:

White Book, p. 48