ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
albedo | ალბედო |
The fraction of the energy of electromagnetic radiation reflected from a body (or surface) relative to the energy incident upon it. The reflection of light from a surface is, of course, dependent on the wavelength of the light, the nature of the surface and its angle of incidence with the surface. The term albedo usually connotes a broad wavelength band (visible, ultraviolet or infrared), whereas the terms reflectivity and spectral albedo are used to describe the reflection of monochromatic (single wavelength or small band of wavelengths) radiation. | ელექტრომაგნიტური გამოსხივების ენერგიის წილი, რომელიც აირეკლება სხეულიდან (ან ზედაპირიდან) მასზე დაცემულ ენერგიასთან შეფარდებით. ზედაპირიდან სინათლის ასახვა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სინათლის ტალღის სიგრძეზე, ზედაპირის ბუნებასა და ზედაპირზე დაცემის კუთხეზე. ტერმინი ალბედო ჩვეულებრივ გულისხმობს ტალღის სიგრძეთა ფართო დიაპაზონს (ხილულს, ულტრაიისფერს ან ინფრაწითელს), ხოლო ტერმინები: არეკვლა და სპექტრული ალბედო გამოიყენება მონოქრომატული (ერთი ტალღის სიგრძის ან ტალღის სიგრძის მცირე ზოლის) ასახვის აღსაწერად. |
Source | წყარო: PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2173 |