ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

aggregate აგრეგატი
in catalysis კატალიზში
Also contains definitions of: agglomerate in catalysis, primary particle in catalysis

Certain materials used as catalysts or supports consist of spheroids smaller than 10 nm in diameter, cemented into larger entities. A primary particle should be defined as the smallest discrete identifiable entity and the method of identification should be mentioned (e.g. transmission electron microscopy, scanning electron microscopy). An assemblage of such primary particles exhibiting an identifiable collective behaviour (e.g. chemical nature of the aggregated primary particles, texture of the aggregate, resistance to mechanical separation upon grinding) constitutes an aggregate. When describing the aggregates the criterion of identification should be mentioned. Strongly bonded aggregates are called agglomerates.

ასევე შეიცავს განმარტებებს: აგლომერატი კატალიზში, პირველადი ნაწილაკი კატალიზში

ზოგიერთი მასალა, რომელიც გამოიყენება კატალიზატორად ან სარჩულად, შედგება 10 ნმ დიამეტრის პატარა სფეროიდებისაგან, რომლებიც შეკავშირებულია უფრო დიდ ნაწილაკებად. პირველადი ნაწილაკი უნდა განისაზღვროს, როგორც ყველაზე პატარა დისკრეტული იდენტიფიცირებადი ერთეული და უნდა მიეთითოს იდენტიფიკაციის მეთოდი (მაგ., ტრანსმისიური ელექტრონული მიკროსკოპია, სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპია). ასეთი პირველადი ნაწილაკების ერთობლიობა, რომელიც ავლენს იდენტიფიცირებად კოლექტიურ ქცევას (მაგ., აგრეგირებული პირველადი ნაწილაკების ქიმიური ბუნება, აგრეგატის ტექსტურა, დაფქვისას მექანიკური განცალკევებისადმი წინააღმდეგობა), წარმოადგენს აგრეგატს. აგრეგატების აღწერისას უნდა იყოს ნახსენები/მითითებული იდენტიფიკაციის კრიტერიუმი. ძლიერად შეკრულ აგრეგატებს აგლომერატები ეწოდება.

Source | წყარო:

PAC, 1991, 63, 1227 (Manual on catalyst characterization (Recommendations 1991)) on page 1231