ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

actinometer აქტინომეტრი
A chemical system or physical device which determines the number of photons in a beam integrally or per unit time. This name is commonly applied to devices used in the ultraviolet and visible wavelength ranges. For example, solutions of iron(III) oxalate can be used as a chemical actinometer, while bolometers, thermopiles, and photodiodes are physical devices giving a reading that can be correlated to the number of photons detected. ქიმიური სისტემა ან ფიზიკური მოწყობილობა, რომელიც ინტეგრალურად ან დროის ერთეულში სხივში ფოტონების რაოდენობას განსაზღვრავს. ეს სახელწოდება, ჩვეულებრივ, გამოიყენება იმ მოწყობილობებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებს ულტრაიისფერი და ხილული ტალღის სიგრძის დიაპაზონში. მაგალითად, რკინა(III)-ის ოქსალატის ხსნარები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ქიმიური აქტინომეტრი, ხოლო ბოლომეტრები, თერმობატარეები და ფოტოდიოდები არის ფიზიკური მოწყობილობები, რომლებიც იძლევა ფოტონების რაოდენობასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს.
See also: chemical actinometer ასევე იხილეთ: ქიმიური აქტინომეტრი
Source | წყარო:

PAC, 1996, 68, 2223 (Glossary of terms used in photochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2227