ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
actinic flux Sλ | აქტინური ნაკადი Sλ |
The quantity of light available to molecules at a particular point in the atmosphere and which, on absorption, drives photochemical processes in the atmosphere. It is calculated by integrating the spectral radiance L(λ, θ, φ) overall directions of incidence of the light,
If the radiance is expressed in J m-2 s-1 sr-1 nm-1 and hc/λ is the energy per quantum of light of wavelength λ, the actinic flux has units of quanta cm-2 s-1 nm-1. This important quantity is one of the terms required in the calculation of j-values, the first order rate coefficients for photochemical processes in the sunlight-absorbing, trace gases in the atmosphere. The actinic flux is determined by the solar radiation entering the atmosphere and by any changes in this due to atmospheric gases and particles, and reflections from the ground. It is therefore dependent on the wavelength of the light, on the altitude and on specific local environmental conditions. The actinic flux has borne many names (e.g. flux, flux density, beam irradiance actinic irradiance, integrated intensity) which has caused some confusion. It is important to distinguish the actinic flux from the spectral irradiance, which refers to energy arrival on a flat surface having fixed spatial orientation (J m-2 nm-1) given by:
The actinic flux does not refer to any specific orientation because molecules are oriented randomly in the atmosphere. This distinction is of practical relevance: the actinic flux (and therefore a j-value) near a brightly reflecting surface (e.g. over snow or above a thick cloud) can be a factor of three higher than that near a non-reflecting surface. The more descriptive name of spectral spheradiance is suggested for the quantity herein called actinic flux. |
სინათლის რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია მოლეკულებისთვის ატმოსფეროს კონკრეტულ წერტილში და რომლის შთანთქმითაც იწყება ატმოსფეროში ფოტოქიმიური პროცესები. ის გამოითვლება სინათლის დაცემის საერთო მიმართულებებით სპექტრული სიკაშკაშის L(λ, θ, φ) ინტეგრირებით:
თუ სიკაშკაშე გამოისახება ერთეულით ჯ მ-2 წმ-1 sr-1 ნმ-1 და hc/λ არის ენერგია λ ტალღის სიგრძის სინათლის კვანტზე, აქტინურ ნაკადს აქვს ერთეული სმ-2 წმ-1 ნმ-1. ეს მნიშვნელოვანი სიდიდე წარმოადგენს ერთ-ერთ პირობას, რომელიც საჭიროა ატმოსფეროში კვალის სახით არსებული აირების მიერ სინათლის შთანთქმის ფოტოქიმიური პროცესების პირველი რიგის რეაქციის სიჩქარის j კოეფიციენტების გამოსათვლელად. აქტინური ნაკადი განისაზღვრება ატმოსფეროში შემავალი მზის გამოსხივებით და მისი ნებისმიერი ცვლილებით, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული აირებითა და ნაწილაკებით და დედამიწიდან არეკლვით. ამიტომ ის დამოკიდებულია სინათლის ტალღის სიგრძეზე, ზღვის დონიდან სიმაღლეზე და კონკრეტულ ადგილობრივ გარემო პირობებზე. აქტინურ ნაკადს მრავალი სახელი აქვს (მაგ. ნაკადი, ნაკადის სიმკვრივე, სხივის განათებულობა, აქტინური განათებულება, ინტეგრირებული ინტენსივობა), რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ აქტინური ნაკადი სპექტრული გამოსხივებისგან, რაც გულისხმობს ენერგიის დაცემას ბრტყელ ზედაპირზე, რომელსაც აქვს ფიქსირებული სივრცითი ორიენტაცია (ჯ მ-2 ნმ-1) და განისაზღვრება გამოსახულებით:
აქტინური ნაკადი არ მიეკუთვნება რაიმე კონკრეტულ ორიენტაციას, რადგან ატმოსფეროში მოლეკულათა ორიენტაცია შემთხვევითია. ამ განსხვავებას პრაქტიკული ღირებულება გააჩნია: აქტინური ნაკადი (და შესაბამისად j-ს მნიშვნელობა) კაშკაშა ამრეკლავ ზედაპირთან (მაგ. თოვლზე ან სქელ ღრუბელზე) შეიძლება იყოს სამჯერ მეტი, ვიდრე არაამრეკლავი ზედაპირის მახლობლად. უფრო მახასიათებელი სახელია სპექტრული სფერულობა, რომელიც აქ მოხსენიებული ტერმინ აქტინური ნაკადისათვის არის შემოთავაზებული. |
See also: photon | ასევე იხილეთ: ფოტონი |
Source | წყარო: PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2170 |