ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
acidity function | მჟავურობის ფუნქცია |
Also contains definitions of: basicity function, Hammett acidity function
Any function that measures the thermodynamic hydron-donating or -accepting ability of a solvent system, or a closely related thermodynamic property, such as the tendency of the lyate ion of the solvent system to form Lewis adducts. (The term "basicity function" is not in common use in connection with basic solutions.) Acidity functions are not unique properties of the solvent system alone, but depend on the solute (or family of closely related solutes) with respect to which the thermodynamic tendency is measured. Commonly used acidity functions refer to concentrated acidic or basic solutions. Acidity functions are usually established over a range of composition of such a system by UV/VIS spectrophotometric or NMR measurements of the degree of hydronation (protonation or Lewis adduct formation) for the members of a series of structurally similar indicator bases (or acids) of different strength: the best known of these functions is the Hammett acidity function H0 (for uncharged indicator bases that are primary aromatic amines). |
ასევე შეიცავს განმარტებებს: ფუძიანობის ფუნქცია, ჰამეტის მჟავურობის ფუნქცია
ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც ზომავს გამხსნელთა სისტემის თერმოდინამიკურ უნარს, იყოს წყალბადის დონორი ან აქცეპტორი, ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ თერმოდინამიკურ თვისებას, როგორიცაა გამხსნელთა სისტემის ტენდენცია, წარმოქმნას ლუისის ადუქტები (ტერმინი „ფუძიანობის ფუნქცია“ არ გამოიყენება ფუძე ხსნარებთან დაკავშირებით.) მჟავურობის ფუნქციები არ არის მხოლოდ გამხსნელთა სისტემის უნიკალური თვისებები, მაგრამ დამოკიდებულია გახსნილ ნივთიერებაზე (ან მის მონათესავე გახსნილ ნივთიერებებზე), რომლის მიმართაც იზომება თერმოდინამიკური ტენდენცია. მჟავურობის ფუნქციები, ჩვეულებრივ, ეხება კონცენტრირებულ მჟავა ან ფუძე ხსნარებს. ასეთი სისტემებისათვის მჟავური ფუნქციები, როგორც წესი, დგინდება სტრუქტურულად მსგავსი ინდიკატორული ფუძეების (ან მჟავების) ჰიდრირების ხარისხის (პროტონირება ან ლუისის ადუქტის წარმოქმნა) გაზომვით UV/VIS სპექტროფოტომეტრიული ან ბმრ მეთოდებით. ამ ფუნქციებიდან ყველაზე ცნობილია ჰამეტის მჟავურობის ფუნქცია H0 (დაუმუხტავი ინდიკატორული ფუძეებისათვის, რომლებიც პირველად არომატულ ამინებს წარმოადგენს). |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1081 |