ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Saytzeff rule | ზაიცევის წესი |
Synonym: Zaitsev rule Dehydrohalogenation of secondary- and tertiary-alkyl halides proceeds by the preferential removal of the β-hydrogen from the carbon that has the smallest number of hydrogens. Originally formulated by A. Saytzeff (Zaitsev) to generalize the orientation in β-elimination reactions of alkyl halides, this rule has been extended and modified, as follows: When two or more olefins can be produced in an elimination reaction, the thermodynamically most stable alkene will predominate. Exceptions to the Saytzeff rule are exemplified by the Hofmann rule. |
მეორეული და მესამეული ალკილჰალოგენების დეჰიდროჰალოგენირება უპირატესად მიმდინარეობს β-წყალბადის მოხლეჩით იმ ნახშირბადიდან, რომელსაც აქვს წყალბადების ყველაზე მცირე რაოდენობა. ზაიცევის მიერ თავდაპირველად ჩამოყალიბებული ალკილჰალოგენების β-ელიმინირების რეაქციებში ორიენტაციის განზოგადებისთვის, ეს წესი გაფართოვდა და შეიცვალა შემდეგნაირად: როდესაც ორი ან მეტი ოლეფინი შეიძლება წარმოიქმნას ელიმინირების რეაქციაში, უპირატესად წარმოიქმნება თერმოდინამიკურად ყველაზე სტაბილური ალკენი. ზაიცევის წესის გამონაკლისები აღიწერება ჰოფმანის წესით. |
See also: Markownikoff rule | ასევე იხილეთ: მარკოვნიკოვის წესი |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1162 |