ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Monte Carlo (MC), method of | მონტე-კარლოს მეთოდი |
In mathematics, a method originally used for calculating multiple integrals by means of a random sample. The method is used for numerical modelling of many-particle chemical systems, in particular liquids; it is based on the equilibrium statistical mechanics theory. Observables A are calculated as mean values over a great number (≅105 – 106) of instant configurations as determined by coordinates of the particles.
where N is the number of configurations. At the first stage, various configurations are randomly generated and then those energetically un-realizable eliminated. An efficient search for the most probable configurations to be entered into the above expression is provided by the Metropolis algorithm based on the principle of Markov”s chain theory. While being elaborated for the study of equilibrium chemical systems, MC method is also applied to studies of the dynamics of chemical reactions. |
მეთოდი მათემატიკაში, რომელიც თავდაპირველად შემთხვევითი არჩევის საშუალებით მრავალჯერადი ინტეგრალის გამოსათვლელად გამოიყენებოდა. მეთოდი მრავალნაწილაკიანი ქიმიური სისტემების, კერძოდ, სითხეების რიცხვითი მოდელირებისთვის გამოიყენება; იგი ეფუძნება წონასწორული სტატისტიკური მექანიკის თეორიას. დაკვირვებებით მიღებული A სიდიდე გამოითვლება, როგორც დიდი რაოდენობის (≅105 – 106) მყისიერი კონფიგურაციების საშუალო მნიშვნელობა, რომელიც ნაწილაკთა კოორდინატებით განისაზღვრება:
სადაც N არის კონფიგურაციების რაოდენობა. პირველ ეტაპზე, სხვადასხვა კონფიგურაცია შემთხვევითობის პრინციპით გენერირდება, შემდეგ მათგან გამოირიცხება ენერგეტიკულად არარეალიზებადი კონფიგურაციები. ზემოაღნიშნულ გამოსახულებაში შესატანი ყველაზე სავარაუდო კონფიგურაციების ეფექტურ ძიებას უზრუნველყოფს მეტროპოლისის ალგორითმი, რომელიც დაფუძნებულია მარკოვის ჯაჭვთა თეორიის პრინციპზე. წონასწორული ქიმიური სისტემების შესწავლისას მონტე-კარლოს მეთოდი ქიმიური რეაქციების დინამიკის კვლევებშიც გამოიყენება. |
Source | წყარო: PAC, 1999, 71, 1919 (Glossary of terms used in theoretical organic chemistry) on page 1952 |