ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| Molar mass, M | მოლური მასა, M |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Mass divided by amount of substance. Note 1: Molar mass is usually expressed in g mol-1 or kg mol-1 units. The g mol-1 unit is recommended in polymer science, since then the numerical values of the molar mass and the relative molecular mass of a substance are equal. Note 2:Relative molecular mass (relative molar mass, molecular weight) is a pure number and must not be associated with any units. Note 3: The dalton, symbol Da, is an alternative name for the unified atomic mass unit, mu, symbol u, i.e., mu = 1 u. Note 4: The terms ‘molar’ and ‘molecular’ may also be used for particles consisting of more than one molecule, such as complexes, aggregates, micelles, etc. Note 5: If there is no danger of confusion, the subscript r in the recommended symbol for the relative molecular mass, Mr, may be omitted. |
მასა გაყოფილი ნივთიერების რაოდენობაზე შენიშვნა 1: მოლური მასა ჩვეულებრივ გამოიხატება გ მოლ-1 ან კგ მოლ-1 ერთეულებში. ერთეული გ მოლ-1 რეკომენდებულია პოლიმერების მეცნიერებაში, რადგან ამ შემთხვევაში ნივთიერების მოლური მასის და ფარდობითი მოლეკულური მასის რიცხვითი მნიშვნელობები ტოლია. შენიშვნა 2: ფარდობითი მოლეკულური მასა (ფარდობითი მოლური მასა, მოლეკულური წონა) არის უგანზომილებო რიცხვი და არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე ერთეულთან. შენიშვნა 3: დალტონი, სიმბოლო Da, არის ერთიანი ატომური მასის ერთეულის ალტერნატიული სახელწოდება, mu, სიმბოლო u, ე.ი., mu = 1 u. შენიშვნა 4. ტერმინები „მოლური“ და „მოლეკულური“ ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთზე მეტი მოლეკულისგან შემდგარი ნაწილაკებისთვის, როგორიცაა კომპლექსები, აგრეგატები, მიცელები და ა.შ. შენიშვნა 5. თუ არ არსებობს ორაზროვნების საფრთხე, ფარდობითი მოლეკულური მასის რეკომენდებულ სიმბოლოში Mr, შეიძლება r ინდექსის გამოტოვება. |
| Source | წყარო: R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|





