ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

E, Z E, Z
E, Z E, Z

The approved stereodescriptors of stereoisomeric alkenes R1R2C=CR3R4 (R1 ≠ R2, R3 ≠ R4); neither R1 nor R2 need be different from R3 or R4 ), cumulenes R1R2C(=C=C)n=CR3R4 and related systems e.g. R1R2C=NOH, HON=C{[CH2]n}2C=NOH . The group of highest CIP priority attached to one of the terminal doubly bonded atoms of the alkene, oxime, etc. or cumulene (i.e. R1 or R2 ) is compared with the group of highest precedence attached to the other (i.e. R3 or R4 ). The stereoisomer is designated as Z (zusammen = together) if the groups lie on the same side of a reference plane passing through the double bond and perpendicular to the plane containing the bonds linking the groups to the double-bonded atoms; the other stereoisomer is designated as E (entgegen = opposite). The descriptors may be applied to structures with a fractional bond order between one and two; and to double bonds involving elements other than carbon. They are not used to describe ring substitution relationships.

მიღებული სტერეოდესკრიპტორები სტერეოიზომერული ალკენებისათვის R1R2C=CR3R4 (R1 ≠ R2, R3 ≠ R4); სადაც არ არის სავალდებულო, R1 და R2 განსხვავდებოდეს R3 და/ან R4-ისგან), კუმულენებისათვის R1R2C(=C=C)n=CR3R4 და მსგავსი სისტემებისათვის,  მაგ. R1R2C=NOH, HON=C{[CH2]n}2C=NOH. ალკენის, ოქსიმის და ა.შ. ან კუმულენის კიდურა ორმაგი ბმით დაკავშირებულ ერთ-ერთ ნახშირბად ატომზე ჩანაცვლებული კან-ინგოლდ-პრელოგის სისტემის უმაღლესი რანგის ჩამნაცვლებელი (მაგ. R1 ან R2) დარდება ნახშირბადის მეორე ატომზე არსებულ უმაღლესი რანგის ჩამნაცვლებელს (მაგ. R3 ან R4). სტერეოიზომერი აღინიშნება Z სიმბოლოთი (zusammen = ერთად), თუ ჯგუფები განლაგებულნი არიან საბაზისო სიბრტყის ერთ მხარეს. საბაზისო სიბრტყედ მიიჩნევა სიბრტყე, რომელიც გადის ორმაგ ბმაზე და მართობულია სიბრტყისა, რომელშიც მდებარეობს ორმაგი ბმებით დაკავშირებული ატომები. მეორე სტერეოიზომერი აღინიშნება E სიმბოლოთი (entgegen = საწინააღმდეგო). იგი ასევე გამოიყენება სტრუქტურებისათვის, რომელიც მოიცავს ერთიდან ორამდე წილადი რიგის ბმას და ორმაგი ბმებისათვის, რომელიც დაკავშირებულია ნახშირბადისგან განსხვავებულ ელემენტთან. იგი არ გამოიყენება ციკლურ სტრუქტურებში ჩამნაცვლებლების დასახასიათებლად.

See also: cis-trans isomers ასევე იხილეთ: ცის-ტრანს იზომერები
Source | წყარო:

PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2206