ქიმიურ რეაქციაში, რომლის დროსაც წარმოიქმნება ერთი პროდუქტი (X) ერთი კონფორმაციული იზომერისგან (A′) და განსხვავებული პროდუქტი (Y) სხვა კონფორმაციული იზომერისგან (A′′) (და იმ პირობით, რომ ეს ორი იზომერი სწრაფად ურთიერთგარდაიქმნება პროდუქტის წარმოქმნის სიჩქარესთან შედარებით, ხოლო პროდუქტები ერთმანეთში არ გარდაიქმნებიან), პროდუქტის შემადგენლობა არ არის სუბსტრატში კონფორმაციული იზომერების ფარდობითი კონცენტრაციების პირდაპირპროპორციული; იგი კონტროლდება მხოლოდ შესაბამისი გარდამავალი მდგომარეობების სტანდარტული თავისუფალი ენერგიების სხვაობით.

ასევე სწორია, რომ პროდუქტის შედგენილობა ფორმალურად დაკავშირებულია კონფორმაციული იზომერების A′ და A′′ ფარდობით კონცენტრაციებთან (ანუ კონფორმაციული წონასწორობის მუდმივა) და მათი რეაქციების სიჩქარეების შესაბამის მუდმივებთან; როგორც წესი, თუმცა არა ყოველთვის, ეს პარამეტრები უცნობია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ენერგეტიკულ მდგომარეობას A და A′ ურთიერთგარდამქმნელი იზომერების X და Y პროდუქტებად გარდასაქმნელად..
