ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
Brønsted relation | ბრონსტედის დამოკიდებულება |
The term applies to either of the equations:
(or their logarithmic forms) where α, β and G are constants for a given reaction series (α and β are called "Brønsted exponents"), kHA and kA are catalytic coefficients (or rate coefficients) of reactions whose rates depend on the concentrations of HA and/or of A− . KHA is the acid dissociation constant of the acid HA, p is the number of equivalent acidic protons in the acid HA, and q is the number of equivalent basic sites in its conjugate base A−. The chosen values of p and q should always be specified. (The charge designations of H and A are only illustrative.) The Brønsted relation is often termed the "Brønsted catalysis law" (or the "Catalysis Law"). Although justifiable on historical grounds, this name is not recommended, since Brønsted relations are known to apply to many uncatalysed and pseudo-catalysed reactions (such as simple proton (hydron) transfer reactions). The term "pseudo- Brønsted relation" is sometimes used for reactions which involve nucleophilic catalysis instead of acid–base catalysis. Various types of Brønsted parameters have been proposed such as βlg, βnuc, βeq for leaving group, nucleophile and equilibrium constants, respectively. |
ტერმინი ვრცელდება რომელიმე განტოლებაზე:
(ან მათ ლოგარითმულ ფორმებზე), სადაც α, β და G არის მოცემულ რეაქციათა სერიის მუდმივები (α-ს და β-ს ეწოდება "ბრონსტედის ექსპონენტები"), kHA და kA არის იმ რეაქციათა კატალიზური კოეფიციენტები (ან სიჩქარის კოეფიციენტები), რომელთა სიჩქარე დამოკიდებულია HA და/ან A− კონცენტრაციებზე. KHA არის HA მჟავას დისოციაციის მუდმივა, p არის HA მჟავაში ეკვივალენტური მჟავური პროტონონების რიცხვი და q არის მისი შეუღლებული ფუძის A− ეკვივალენტური ფუძე ცენტრების რიცხვი. p და q-ს არჩეული მნიშვნელობები ყოველთვის უნდა იყოს მითითებული. (H და A მუხტის აღნიშვნები მხოლოდ საილუსტრაციოა). ბრონსტედის დამოკიდებულებას ხშირად უწოდებენ "ბრონსტედის კატალიზის კანონს" (ან "კატალიზის კანონს"). მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ნიშნით გამართლებულია, ეს სახელი არ არის რეკომენდებული, რადგან ცნობილია, რომ “ბრონსტედის დამოკიდებულება” გამოიყენება ბევრ არაკატალიზებული და ფსევდოკატალიზებული რეაქციის აღსანიშნავად (როგორიცაა მარტივი პროტონის (ჰიდრონის) გადაცემის რეაქციები). ტერმინი "ფსევდო-ბრონსტედის დამოკიდებულება" ზოგჯერ გამოიყენება რეაქციებისთვის, რომლებიც მოიცავს ნუკლეოფილურ კატალიზს მჟავა-ფუძე კატალიზის ნაცვლად. შემოთავაზებულია ბრონსტედის პარამეტრების სხვადასხვა ტიპი, როგორიცაა βlg, βnuc, βeq შესაბამისად, ჩასანაცვლებელი ჯგუფის, ნუკლეოფილისა და წონასწორობის მუდმივებისთვის. |
Source | წყარო: 1.PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1091 2.PAC, 1996, 68, 149 (A glossary of terms used in chemical kinetics, including reaction dynamics (IUPAC Recommendations 1996)) on page 154 |