ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Ames/salmonella test ეიმსის/სალმონელას ტესტი
A screening test employed in predicting the mutagenic and the potential carcinogenic activities of chemicals in the environment. It employs Ames test strains of salmonella bacteria (his-) which lack the ability to produce histidine. The compound to be tested, the bacteria and a small amount of histidine (insufficient to permit colony growth but enough to allow sufficient growth for expression of mutations) are added to agar. The bacteria are allowed to incubate for about 63 h at 37 °C. If a significant increase in colonies above background is observed in the sample containing the test compound, then it is concluded that the chemical tested is a direct mutagen for the particular Ames strain of bacteria. This is taken as a qualitative indication of the possible carcinogenic activity of this chemical in other biological systems. This procedure seems to be of qualitative value in a preliminary screening of potential carcinogens. სკრინინგული ტესტი, რომელიც გამოიყენება გარემოში ქიმიურ ნაერთთა მუტაგენური და პოტენციური კანცეროგენული აქტიურობის პროგნოზირებისთვის. მასში გამოიყენება სალმონელას ბაქტერიების ეიმსის საცდელი შტამები (his-), რომლებსაც არ გააჩნია ჰისტიდინის გამომუშავების უნარი. აგარში შეაქვთ საკვლევი ნაერთი, ბაქტერიები და მცირე რაოდენობით ჰისტიდინი (არასაკმარისი კოლონიის ზრდის უზრუნველსაყოფად, მაგრამ საკმარისი იმისათვის, რომ ზრდისას მოხდეს მუტაციების ექსპრესია). ბაქტერიებს აინკუბირებენ დაახლოებით 63 საათის განმავლობაში 37 °C ტემპერატურაზე. თუ საცდელი ნაერთების შემცველ ნიმუშში შეინიშნება კოლონიების მნიშვნელოვანი ზრდა ფონთან შედარებით, მაშინ დაასკვნიან, რომ გამოსაცდელი ქიმიური ნივთიერება არის პირდაპირი მუტაგენი ბაქტერიების კონკრეტული ეიმსის შტამისთვის. ეს მიღებულია, როგორც თვისებრივი მაჩვენებელი ბიოლოგიურ სისტემებში ამ ქიმიური ნივთიერების შესაძლო კანცეროგენული აქტიურობის შესახებ. როგორც ჩანს, ამ პროცედურას აქვს თვისებრივი მნიშვნელობა პოტენციური კანცეროგენების წინასწარი სკრინინგისთვის.
Source | წყარო:

PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2173