ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
excess volume (at a solid/liquid interface) | ჭარბი მოცულობა (მყარი/სითხე ფაზების გაყოფის ზედაპირზე) |
For a pure liquid, despite its low compressibility, the variation of density near a solid surface can be detected and measured. The total volume V of a system consisting of solid and pure liquid is different from (usually less than) that calculated assuming a constant liquid density. If the densities of bulk solid (ρsol) and liquid (ρl) are known then an excess volume (usually negative) can be defined as: Vσ =V - Vsol - V° = V - (msol/ρsol) - (ml/ρl) where msol is the mass of solid, Vsol its volume calculated from the bulk density, V° is the initial volume of liquid and ml is the mass of liquid. The excess mass is given by: mσ =ml - ( V - Vsol)/ρl |
მყარი ზედაპირის სიახლოვეს, დაბალი კუმშვადობის მიუხედავად, სუფთა სითხისთვის სიმკვრივის ცვალებადობის აღმოჩენა და გაზომვა შესაძლებელია. მყარი და სუფთა სითხისგან შემდგარი სისტემის მთლიანი V მოცულობა განსხვავდება (როგორც წესი, ნაკლებია) სისტემის მთლიანი მოცულობისგან, რომელიც გამოთვლილია სითხის სიმკვრივის მუდმივობის დაშვებით. თუ ნაყარი მყარი (ρsol) და თხევადი (ρl) ნაერთების სიმკვრივე ცნობილია, მაშინ მოცულობის ნაზრდი (ჩვეულებრივ უარყოფითი) შეიძლება განისაზღვროს, როგორც: Vσ =V - Vsol - V° = V - (msol/ρsol) - (ml/ρl) სადაც msol მყარი ნივთიერების მასაა, Vsol - მისი მოცულობა, გამოთვლილი მოცულობითი სიმკვრივის საშუალებით, V° - სითხის საწყისი მოცულობა და ml - სითხის მასა. მასის ნაზრდი გამოითვლება ფორმულით: mσ =ml - ( V - Vsol)/ρl |
Source | წყარო: PAC, 1986, 58, 967 (Reporting data on adsorption from solution at the solid/solution interface (Recommendations 1986)) on page 972 |