ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

Carrier protein (1) ცილა-მატარებელი (1)
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

(1) Protein to which a specific ligand or hapten is conjugated.

(2) Unlabelled protein, introduced into an assay at relatively high concentrations, which distributes in a fractionation process in the same manner as a labelled protein analyte, which is present in very low concentrations.

(3) Protein added to prevent nonspecific interaction of reagents with surfaces, sample components, and each other.

(1) ცილა, რომელთანაც კონიუგირდება სპეციფიკური ლიგანდი ან ჰაპტენი.

(2) არანიშანდებული ცილა, რომელიც საანალიზო ნიმუშში ემატება შედარებით მაღალი კონცენტრაციით და რომლის ფრაქციონირება მიმდინარეობს იმავე წესით, როგორც ნიშანდებული ცილის ანალიტისა, რომელიც ნიმუშში ძალიან დაბალი კონცენტრაციითაა .

(3) ცილა, რომელიც დამატებულია ზედაპირებთან, ნიმუშის კომპონენტებთან ან ერთმანეთთან რეაგენტების არასპეციფიკური ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019