ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

electronic effect of substituents: symbols and signs ჩამნაცვლებლების ელექტრონული ეფექტები: სიმბოლოები და აღნიშვნები

The inductive effect has universally been represented by the symbol I. This is now commonly taken to include both through-bonds and through-space transmission, but I is also used specifically for through-bonds transmission; through-space transmission is then symbolized as F (for field effect). The symbols for the influence of substituents exerted through electron delocalization have variously been M (mesomeric), E (electromeric), T (tautomeric), (conjugative), K (konjugativ) and R (resonance). Since the present fashion is to use the term resonance effect, is the most commonly used symbol, although M is still seen quite often. Both the possible sign conventions are in use. The Ingold sign convention associates electronegativity (relative to hydrogen atom) with a negative sign, electropositivity with a positive sign. Thus the nitro group is described as electronwithdrawing by virtue of its -I and -M effects; chloro is described as a -I, +M, substituent, etc. For correlation analysis and linear free-energy relationships this convention has been found inconvenient, for it is in contradiction to the sign convention for polar substituent constants (σ-constants). Authors concerned with these fields often avoid this contradiction by adopting the opposite sign convention originally associated with Robinson, for electronic effects. This practice is almost always associated with the use of R for the electron delocalization effect: thus the nitro group is a +I, +R, substituent; chloro a +I, -R, substituent, etc.

ინდუქციური ეფექტი ზოგადად გამოისახება სიმბოლოთი I. დღეისათვის ითვლება, რომ ინდუქციური ეფექტი ვრცელდება როგორც სივრცის, ისე ბმების საშუალებით. ამიტომ ბმების საშუალებით გადაცემული ინდუქციური ეფექტის აღსანიშნად მიღებულია I, ხოლო სივრცის საშუალებით გადაცემულის კი -  F (ველის ეფექტი).

 

ჩამნაცვლებლების გავლენით გამოწვეული ელექტრონის დელოკალიზაციის აღმნიშვნელი სიმბოლოები იყო M (მეზომერული), E (ელექტრომერული), T (ტაუტომერული),  K (შეუღლებული) და R (რეზონანსული). ვინაიდან  დღეს ტერმინი „რეზონანსული ეფექტი“ აქტიურად გამოიყენება,  აღნიშვნა  M  საკმაოდ ხშირად გვხვდება. სიმბოლოებთან გამოიყენება როგორც „+“, ისე „-„ ნიშანი. ინგოლდის მიხედვით ისინი დაკავშირებულია ელექტროუარყოფითობასთან (წყალბადის ატომის მიმართ) და ელექტროდადებითობასთან.  შესაბამისად, ნიტროჯგუფი მიეკუთვნება ელექტონოაქცეპტორულ ჯგუფს  -I და -M ეფექტების გამო.  ქლორი განიხილება როგორც -I, +M ჩამნაცვლებელი.  კორელაციური ანალიზისა და წრფივი თავისუფალი ენერგიის დამოკიდებულებისათვის ნიშნების ეს სისტემა აღმოჩნდა მოუხერხებელი პოლარული ჩამნაცვლებლების მუდმივების (σ-მუდმივები) ნიშნებთან წინააღმდეგობის გამო. 


ამ სფეროებით დაინტერესებული ავტორები ხშირად თავს არიდებენ ამ წინააღმდეგობებს ელექტრონული ეფექტებისთვის საპირისპირო ნიშნის კონვენციის მიღებით, რომელიც თავდაპირველად ასოცირდებოდა რობინსონთან. ეს პრაქტიკა თითქმის ყოველთვის ასოცირდება R-ის გამოყენებასთან ელექტრონების დელოკალიზაციის ეფექტისთვის: ამდენად, ნიტროჯგუფი არის +I, +R, შემცვლელი; ქლორი- a+I, -R, შემცვლელი და ა.შ.

Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1111