ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

intrinsically conducting polymer შიგა გამტარი პოლიმერი
Electrically conducting polymer composed of macromolecules having fully conjugated sequences of double bonds along the chains.

Notes:

  1. The bulk electrical conductivity of an intrinsically conducting polymer is comparable to that of some metals and results from its macromolecules acquiring positive or negative charges through oxidation or reduction by an electron-acceptor or -donor (charge-transfer agent), termed a dopant.
  2. Examples of intrinsically conducting polymers are polyacetylene, polythiophene, polypyrrole, or polyaniline. Unlike polymeric electrolytes, in which charge is transported by dissolved ions, charge in intrinsically conducting polymers is transported along and between polymer molecules via generated charge carriers (e.g., holes, electrons).
  3. An intrinsically conducting polymer should be distinguished from a conducting polymer composite and from a solid polymer electrolyte.
ისეთი მაკრომოლეკულებისგან შედგენილი ელექტროგამტარი პოლიმერი,  რომლებსაც აქვთ ჯაჭვების გასწვრივ ორმაგი ბმების სრულად შეუღლებული თანმიმდევრობა.

შენიშვნები:

  1. შიგა გამტარი პოლიმერის ელექტრული გამტარობა შედარებადია ზოგიერთ მეტალთან და მიიღება მაკრომოლეკულების მიერ დადებითი ან უარყოფითი მუხტების შეძენით, ელექტრონის მიმღების ან დონორის (მუხტის გადამცემი აგენტის) მიერ დაჟანგვის ან აღდგენის გზით, რომელსაც დოპანტი ეწოდება.
  2. შიგა გამტარი პოლიმერების მაგალითებია პოლიაცეტილენი, პოლითიოფენი, პოლიპიროლი და პოლიანილინი. პოლიმერული ელექტროლიტებისგან განსხვავებით, რომლებშიც მუხტი გადადის გახსნილი იონებით, მუხტი შიგა  გამტარ პოლიმერებში გადადის პოლიმერის მოლეკულებთან და მათ შორის წარმოქმნილი მუხტის გადამტანების მეშვეობით (მაგ., ხვრელები, ელექტრონები).
  3. შიგა გამტარი პოლიმერი უნდა განვასხვავოთ გამტარი პოლიმერული კომპოზიტისაგან და მყარი პოლიმერული ელექტროლიტისაგან.
Source | წყარო:
PAC, 2006, 78, 2067 (Terminology of polymers containing ionizable or ionic groups and of polymers containing ions (IUPAC Recommendations 2006)) on page 2070