ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

relative retention, r ფარდობითი შეკავება, r
in column chromatography სვეტურ ქრომატოგრაფიაში
The ratio of the adjusted or net retention volume (time) or retention factor of a component relative to that of a standard, obtained under identical conditions:

Depending on the relative position of the peak corresponding to the standard compound in the chromatogram, the value of r may be smaller, larger or identical to unity.

კომპონენტის დაზუსტებული ან სუფთა შეკავების მოცულობის (დროის) ან შეკავების კოეფიციენტის შეფარდება სტანდარტის იმავე პარამეტრთან, რომელიც იდენტურ პირობებშია მიღებული:

ქრომატოგრამაში ნაერთისა და სტანდარტის შესაბამისი პიკების ურთიერთგანლაგებიდან გამომდინარე, r-ის მნიშვნელობა შეიძლება იყოს 1-ზე ნაკლები, 1-ის ტოლი ან 1-ზე მეტი.

Source | წყარო:
  1. PAC, 1993, 65, 819 (Nomenclature for chromatography (IUPAC Recommendations 1993)) on page 843
  2. Orange Book, p. 105