ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

saccharolipids, (SL) საქაროლიპიდები
Analytical Chemistry ანალიზური ქიმია

Biomolecules where fatty acids are directly bound to a saccharide backbone, thus forming structures similar to glycerolipids or glycerophospholipids, with saccharide substituting for the glycerol.

ბიომოლეკულები, რომლებშიც ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ არის დაკავშირებული საქარიდულ ჩონჩხთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება სტრუქტურები, რომლებიც ჰგავს გლიცეროლიპიდებს ან გლიცეროფოსფოლიპიდებს, ოღონდ გლიცერინი ჩანაცვლებულია საქარიდით.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.