ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
response time, τ R | რეაგირების დრო, τ R |
of a radiation detector, of a detector | რადიაციის დეტექტორის, დეტექტორის |
The time required for the detector output to go from the initial value to a percentage (e.g. 99%) of the final value. In the case of an exponential behaviour of the detector τ R can be related to the time constant τ c. The rise time is the time required for the detector output to vary between given percentages (e.g. from 10% to 90%) of the final value. Similarly, the fall time τ f is the time required for the detector output to vary between given percentages (e.g. from 90% to 10%) of the initial value. | დრო, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ დეტექტორიდან გამომავალი სიგნალი შეიცვალოს საწყისი მნიშვნელობიდან საბოლოო მნიშვნელობის გარკვეულ პროცენტამდე (მაგ. 99%). დეტექტორის ექსპონენციალური ქცევის შემთხვევაში τ R შეიძლება დაკავშირებული იყოს დროის τ c მუდმივასთან. მატების დრო არის დრო, რომელიც საჭიროა დეტექტორიდან გამომავალი სიგნალის შესაცვლელად საბოლოო მნიშვნელობის მოცემულ პროცენტებს შორის (მაგ. 10%-დან 90%-მდე). ანალოგიურად, ვარდნის დრო (τ f) არის დრო, რომელიც საჭიროა დეტექტორის გამომავალი სიგნალის შესამცირებლად საწყისი მნიშვნელობის მოცემულ პროცენტებს შორის (მაგ. 90%-დან 10%-მდე). |
Source | წყარო: PAC, 1995, 67, 1745 (Nomenclature, symbols, units and their usage in spectrochemical analysis-XI. Detection of radiation (IUPAC Recommendations 1995)) on page 1751 |