ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

oxidation state ჟანგვის რიცხვი (2)
A measure of the degree of oxidation of an atom in a substance. It is defined as the charge an atom might be imagined to have when electrons are counted according to an agreed-upon set of rules: (1) the oxidation state of a free element (uncombined element) is zero; (2) for a simple (monatomic) ion, the oxidation state is equal to the net charge on the ion; (3) hydrogen has an oxidation state of 1 and oxygen has an oxidation state of -2 when they are present in most compounds. (Exceptions to this are that hydrogen has an oxidation state of -1 in hydrides of active metals, e.g. LiH, and oxygen has an oxidation state of -1 in peroxides, e.g. H2O2; (4) the algebraic sum of oxidation states of all atoms in a neutral molecule must be zero, while in ions the algebraic sum of the oxidation states of the constituent atoms must be equal to the charge on the ion. For example, the oxidation states of sulfur in H2S, S8 (elementary sulfur), SO2, SO3, and H2SO4 are, respectively: -2, 0, +4, +6 and +6. The higher the oxidation state of a given atom, the greater is its degree of oxidation; the lower the oxidation state, the greater is its degree of reduction. ნივთიერებაში ატომის ჟანგვის ხარისხის საზომი. იგი განისაზღვრება, როგორც ატომის მუხტი, რომელიც ექნებოდა ნაწილაკს, თუ მისი ელექტრონების რაოდენობას შემდეგი წესებით დავითვლით: (1) თავისუფალი ელემენტის (მარტივი ნივთიერების სახით) ჟანგვის რიცხვი ნულის ტოლია; (2) მარტივი (ერთატომიანი) იონისთვის ჟანგვის რიცხვი იონის მუხტის ტოლია; (3) ნაერთთა უმეტესობაში წყალბადის ჟანგვის რიცხვია +1, ხოლო ჟანგბადისა -2. (ამის გამონაკლისებია: აქტიური მეტალების ჰიდრიდებში, მაგ., LiH, წყალბადის ჟანგვის რიცხვია -1; ხოლო პეროქსიდებში, მაგ. H2O2, ჟანგბადის ჟანგვის რიცხვია -1; (4) ნეიტრალურ მოლეკულაში ყველა ატომის ჟანგვის რიცხვის ალგებრული ჯამი ნულის ტოლია, ხოლო იონებში შემადგენელი ატომების ჟანგვის რიცხვების ალგებრული ჯამი იონის მუხტის ტოლია, მაგ., გოგირდის ჟანგვის რიცხვი H2S-ში, S8-ში (ელემენტური გოგირდი), SO2-ში, SO3-ში და H2SO4-ში, შესაბამისად, არის: -2, 0, +4, +6 და +6. რაც უფრო მაღალია მოცემული ატომის ჟანგვის რიცხვი, მით მეტია მისი ჟანგვის ხარისხი, რაც უფრო დაბალია ჟანგვის რიცხვი, მით უფრო მეტია მისი აღდგენის ხარისხი.
Source | წყარო:
PAC, 1990, 62, 2167 (Glossary of atmospheric chemistry terms (Recommendations 1990)) on page 2204