Polymer network containing ionic or ionizable groups in a substantial fraction of its constitutional units.
Notes:
- A polyelectrolyte network is sometimes called a crosslinked polyelectrolyte. Use of the latter term is not recommended unless the polyelectrolyte network is formed by the crosslinking of existing polyelectrolyte macromolecules rather than by non-linear polymerisation
- In contrast to a polyelectrolyte, a polyelectrolyte network is always insoluble, although swelling or contraction can occur when it is immersed in a solvent.
- A polyelectrolyte network in contact with a solution of a salt is able to exchange counter-ions (cations or anions) with ionic species in the solution and act as an ion exchanger. Therefore, a polyelectrolyte network is frequently described as an ion-exchange polymer.
|
პოლიმერული ქსელი, რომელიც შეიცავს იონურ ან იონიზირებად ჯგუფებს მისი სტრუქტურული ერთეულების მნიშვნელოვან ნაწილში.
შენიშვნები:
- პოლიელექტროლიტურ ქსელს ზოგჯერ ჯვარედინ პოლიელექტროლიტს უწოდებენ. ამ უკანასკნელი ტერმინის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ პოლიელექტროლიტური ქსელი არ წარმოიქმნება არსებული პოლიელექტროლიტური მაკრომოლეკულების ჯვარედინი კავშირით და არა არაწრფივი პოლიმერიზაციით.
- პოლიელექტროლიტისგან განსხვავებით, პოლიელექტროლიტური ქსელი ყოველთვის უხსნადია, თუმცა გამხსნელში ჩაძირვისას შეიძლება მოხდეს გაჯირჯვება ან შეკუმშვა.
- მარილის ხსნართან კონტაქტში მყოფ პოლიელექტროლიტურ ქსელს შეუძლია ხსნარში არსებულ იონურ ნაწილაკებთან საწინააღმდეგო იონების (კატიონების ან ანიონების) გაცვლა და იონმიმომცვლელის როლის შესრულება. ამიტომ, პოლიელექტროლიტური ქსელი ხშირად აღწერილია, როგორც იონმიმოცვლითი პოლიმერი.
|