ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
optical activity | ოპტიკური აქტიურობა |
A sample of material able to rotate the plane of polarization of a beam of transmitted plane-polarized light is said to possess optical activity (or to be optically active). This optical rotation is the classical distinguishing characteristic (sufficient but not necessary) of systems containing unequal amounts of corresponding enantiomers. An enantiomer causing rotation in a clockwise direction (when viewed in the direction facing the oncoming light beam) under specified conditions is called dextrorotatory and its chemical name or formula is designated by the prefix (+)-; one causing rotation in the opposite sense is laevorotatory and designated by the prefix (−)-. Materials with optical activity also exhibit other chiroptic phenomena. | მასალას, რომლის ნიმუშსაც შეუძლია მასში გამავალი პოლარიზებული სინათლის სხივის პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვა, ეწოდება ოპტიკურად აქტიური (ან გააჩნია ოპტიკური აქტიურობა). ეს ოპტიკური ბრუნვა კლასიკურად განმასხვავებელი მახასიათებელია (საკმარისი, მაგრამ არა აუცილებელი) სისტემებისთვის, რომლებიც შეიცავს შესაბამისი ენანტიომერების არათანაბარ რაოდენობას. ენანტიომერს, რომელიც ჩვენკენ მომართულ სხივს საათის ისრის მიმართულებით აბრუნებს, ეწოდება მარჯვნივ მბრუნავი და მისი ქიმიური სახელი ან ფორმულა აღინიშნება პრეფიქსით (+)-; ხოლო ენანტიომერი, რომელიც იწვევს ბრუნვას საპირისპირო მიმართულებით, არის მარცხნივ მბრუნავი და აღინიშნება პრეფიქსით (−)-. ოპტიკური აქტიურობის მქონე მასალები ასევე ავლენს სხვა ქიროპტიკურ თვისებებს. |
Source | წყარო: PAC, 1996, 68, 2193 (Basic terminology of stereochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2212 |