ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

nucleic acid ნუკლეინმჟავა
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Large biomolecule composed of nucleotide subunits.


Note: The major organic matter of the nuclei of a biological cell. It can be
hydrolysed into certain pyrimidine or purine bases (usually adenine, cytosine,
guanine, thymine, and uracil), D-ribose or 2-deoxy-D-ribose and phosphoric
acid.


Examples: Ribonucleic acid and deoxyribonucleic acid.

დიდი ბიომოლეკულა, რომელიც ნუკლეოტიდური ქვეერთეულებისგან
შედგება.


შენიშვნა: ბიოლოგიური უჯრედის ბირთვის ძირითადი ორგანული
ნივთიერებაა. მისი ჰიდროლიზის შედეგად მიიღება გარკვეული
პირიმიდინური და პურინული ფუძეები (ჩვეულებრივ: ადენინი, ციტოზინი,
გუანინი, თიმინი და ურაცილი), ასევე D-რიბოზა ან 2-დეზოქსი-D-რიბოზა და
ფოსფორმჟავა.


მაგალითები: რიბონუკლეინმჟავა და დეზოქსირიბონუკლეინმჟავა.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.