ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

sample ნიმუში
Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Portion of a material taken for qualitative analysis or quantitative analysis.

Note 1: Taking a sample from a larger amount  of  material  implies  the existence of a sampling error, i.e., the measured quantity values of the portion’s properties are only estimates of those of the parent material.

Note 2: If the portion is removed with negligible sampling error it is termed an aliquot, or specimen. „Specimen“ is used to denote a portion taken under conditions such that the sampling variability cannot be assessed, and is assumed, for convenience, to be zero.

Note 3: The sampling plan should detail how a sample is obtained and any subsequent manipulations (see sample pre-treatment).

მასალის ნაწილი, რომელიც აღებულია თვისებითი ან რაოდენობრივი ანალიზისთვის.

შენიშვნა 1: დიდი რაოდენობის მასალიდან ნიმუშის აღებისას იგულისხმება, რომ არსებობს ნიმუშის აღების ცდომილება, რაც ნიშნავს, რომ მასალის აღებული ნაწილის თვისებების გაზომილი რაოდენობრივი მნიშვნელობები საწყისი მასალის თვისებების მხოლოდ სავარაუდო მნიშვნელობებს წარმოადგენს.

შენიშვნა 2: თუ მასალის ნაწილი აღებულია ნიმუშის აღების უმნიშვნელო ცდომილებით, მას ალიკვოტს ან სინჯს უწოდებენ. ტერმინი „სინჯი“ გამოიყენება მასალის იმ ნაწილის აღსანიშნავად, რომელიც აღებულია ისეთ პირობებში, რომ ნიმუშის აღების ცვალებადობის შეფასება შეუძლებელია და მოხერხებულობისთვის ნულის ტოლად არის მიჩნეული.

შენიშვნა 3: ნიმუშის შეგროვების გეგმაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, თუ როგორ მიიღება ნიმუში და მასზე ჩატარებული ნებისმიერი შემდგომი მანიპულაცია.

Source | წყარო:

D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.