ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

multi-centre bond მრავალცენტრიანი ბმა
Representation of some molecular entities solely by localized two-electron two-centre bonds appears to be unsatisfactory. Instead, multi-centre bonds have to be considered in which electron pairs occupy orbitals encompassing three or more atomic centres. Examples include the three-centre bonds in diborane, the delocalized π-bonding of benzene and bridged carbocations. ზოგიერთი მოლეკულური ერთეულის წარმოდგენა მხოლოდ ლოკალიზებული ორელექტრონიანი ორცენტრიანი ბმებით არადამაკმაყოფილებელია. ამის ნაცვლად უნდა განიხილებოდეს მრავალცენტრიანი ბმები, რომლებშიც ელექტრონული წყვილი სამი ან მეტი ატომური ცენტრის ორბიტალებს იკავებს. ამის მაგალითებია სამცენტრიანი ბმები დიბორანში, ბენზოლის დელოკალიზებული π-ბმა და ხიდური კარბოკატიონები.
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1144